რა ჯარიმები დაწესდება "კამიკაძეებისთვის"

რა ჯარიმები დაწესდება "კამიკაძეებისთვის"

მძღოლების დიდი უმრავლესობა (76%) კი ქვეითად მოსიარულეს უშუქნიშნო ე.წ. ზებრა-გადასასვლელზე გზას არ უთმობს - ასეთია ბოლო კვლევის შედეგები, რომელიც გასულ კვირას ორგანიზაციამ - "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" - გამოაქვეყნა. სწორედ ამ საგანგაშო სტატისტიკის შედეგია ის, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებელი ბოლო წლებში საგრძნობლად გაიზარდა.

შს სამინისტრომ საზოგადოებაში ელემენტარული სამოქალაქო უნარ-ჩვევების დასანერგად საგზაო წესების დამრღვევი ქვეითად მოსიარულეთა და ასევე მძღოლებისთვის, რომლებიც ზებრა-გადასასვლელებზე­ ხალხს გზას არ უთმობენ, ჯარიმების გაზრდა დააანონსა. რატომ არ იცავენ მოქალაქეები საგზაო მოძრაობის ელემენტარულ წესებს და რამდენად ეფექტური იქნება ჯარიმების გაზრდა, ამის დასადგენად­ თბილისის ცენტრალურ ქუჩებში მცირე ექსპერიმენტი ჩავატარეთ - რამდენიმე ცენტრალურ ქუჩაზე, სადაც შუქნიშანი არ დგას, საგზაო მოძრაობას დაახლოებით ერთი საათი ვაკვირდებოდით. ამ ხნის მანძილზე­ ერთადერთი შემთხვევა დავაფიქსირეთ, როდესაც მძღოლმა გადასასვლელზე მოქალაქეს გზა დაუთმო. სამაგიეროდ, სხვებმა გზა არა მხოლოდ მოძრაობის წესების დარღვევით, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასადაც კი გადა­ჭრეს. არადა, რამდენიმე მეტრში ხიდები და მიწისქვეშა გადასასვლელებია.

გიორგი დალაქიშვილი, მოქალაქე: "ვიცი, რომ მოძრაობის წესებს ვარღვევ, მაგრამ როგორ უნდა მოვიქცე, როდესაც­ ხიდი მაღალია და მისით სარგებლობა უამ­რავ დროს მართმევს, შუქნიშნები ქვეითად მოსიარულეებისთვის დიდი მანძილითაა დაშორებული, მიწისქვეშა გადასასვლელები­ კი აბსოლუტურად მოუწესრიგებელია? მძღ­ოლებიც ზებრა-გადასასვლელზე გზას არ გვითმობენ. ამიტომ იძულებული ვარ, მეც გზა პირდაპირ შუა პროსპექტზე გადავჭრა და რომელიმე მძღოლის კეთილ ნებას დაველოდო. ჯერჯერობით, დარღვევისთვის არავის დავუჯარიმებივარ­. როგორც ვიცი, მსგავსი დარღვევებისთვის ადრე მხოლოდ 3 ლარით აჯარიმებდნენ, მაგრამ ამან ნაყოფი არ გამოიღო. არც ჯარიმის გაზრდა იქნება პრევენცია. უმჯობესია, ინფრასტრუქტურა მოაწესრიგონ და იმ ადგილებში, სადაც ხალხი გადადის, მეტი შუქნ­იშანი დაამონტაჟონ. ისიც აუცილებელია, რომ მძღოლებს ზებრა-გადასასვლელებზე მოქალაქეებისთვის გზის დათმობა ასწავლონ".

ნუგზარ ხურცილავა, მძღოლი: "გზებზე­ ავარიულ სიტუაციებს ხშირად ქვეითად მოსიარულენი ქმნიან. დღესაც გადამიჭრა გზა ერთმა ქალმა და შუა გზაზე გაჩერდა იმ იმედით, რომ გავატარებდი. დამუხრუჭება რომ არ მომესწრო, უბედურება დატრიალდებოდა. კარგი იქნება, თუ მიწისქვეშა გადასასვლელებით სარგებლობა სავალდებულო­ გახდება, მაგრამ მანამდე გადასასვლელების დასუფთავება უნდა დაიწყონ".

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია