ავტორი:

ადგილები, რომელთა მონახულება ყველაზე გავლენიანი, მდიდარი და ცნობილი ადამიანებისთვისაც კი აკრძალულია

ადგილები, რომელთა მონახულება ყველაზე გავლენიანი, მდიდარი და ცნობილი ადამიანებისთვისაც კი აკრძალულია

სოციალური სტატუსისა და ფინანსური მდგომარეობის მიუხედავად, მსოფლიოს გარშემო არის ადგილები, რომელთა მონახულება ყველაზე გავლენიანებისთვის, მდიდრებისა და ცნობილებისთვისაც კი აკრძალულია.

კოკა-კოლას სარდაფი, აშშ, ჯორჯიის შტატი

ას წელიწადზე მეტია, უალკოჰოლო სასმელების ბაზარზე კოკა-კოლა უპირობო ლიდერია. ათწლეულების განმავლობაში კომპანია პოპულარული სასმელის რეცეპტის საიდუმლოს გულმოდგინედ ინახავს. სარდაფი, სადაც კოკა-კოლას რეცეპტი ინახება, ჯორჯიის შტატში, ატლანტაში ინახება და მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე კარგად აღჭურვილ და დაცულ ადგილად მიიჩნევა.

პოლიგონი "ვუმერა“, ავსტრალია

მსოფლიოში ყველაზე დიდ, "ვუმერას“ პოლიგონზე უცხო პირთა შესვლა სასტიკად აკრძალულია, რადგან ეს სამხედრო დანიშნულების ობიექტია. პოლიგონს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ავსტრალიის შეიარაღებული ძალებისთვის, რადგან "ვუმერას“ ტერიტორიაზე სხვადასხვა იარაღს ცდიან.

რეზერვაცია "ვალე დო იავარი“, ბრაზილია

"ვალე დო იავარის“ რეზერვაცია ამაზონის ჯუნგლებში მდებარე ზონაა, სადაც უკვე ასობით წელიწადია, ადგილობრივი ტომები სრულ იზოლაციაში ცხოვრობენ. რეზერვაციის აღმოჩენა მხოლოდ თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოსურათებით გახდა შესაძლებელი. ბრაზილიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 77 000 კვადრატული კილომეტრის ტერიტორიაზე უცხო პირთა შესვლა აკრძალულია.

ჩრდილოეთ სენტინელის კუნძული, ბენგალის ყურე

ჩრდილოეთ სენტინელის კუნძული ინდოეთის ოკეანეში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ადგილია, თუმცა იქ მოხვედრა არავის შეუძლია. კუნძულის მოსახლეობა ცივილიზებულ სამყაროსთან რაიმე სახის კონტაქტზე უარს აცხადებს, ამიტომ იქ ჩასული უცხოელი შეიძლება სიკვდილითაც დასაჯონ.

ქალაქი მეჟგორიე, რუსეთი

რუსეთის ბაშკირეთში მდებარე ქალაქი მეჟგორიე დახურული ქალაქია, რადგან იქ ცხოვრობენ საიდუმლო საწარმოებზე დასაქმებული ადამიანები. ნატო-ში მიიჩნევენ, რომ ქალაქის ისტორია ბირთვული იარაღის წარმოებას უკავშირდება. საინტერესოა, რომ მეჟგორიეში ჩასვლა მხოლოდ სპეციალური საშვითაა შესაძლებელი.

სურტსეის კუნძული, ისლანდია

სურტსეი - დაუსახლებელი კუნძულია, რომელიც ქვეყნის ყველაზე სამხრეთით მდებარე წერტილში მდებარეობს. სურტსეი 1963 წელს, ვულკანის ამოფრქვევის შედეგად წარმოიქმნა. კუნძული იმდენად უნიკალურია, რომ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეყვანილი. სურტსეი - ულამაზესი ადგილია, თუმცა სეისმური აქტივობის გამო, კუნძულზე ჩასვლა შეუძლებელია.

იხილეთ გაგრძელება

"უცხოეთიდან არაერთი მეცნიერი ჩამოსულა მის სანახავად, ვერავინ დაადგინა რა ჯიშია" - 300-წლოვანი ვაზი წინანდალში, რომელიც ევრაზიის სამეულშია

NASA COVID-19-თან ბრძოლაში კიდევ უფრო აქტიურად ერთვება!

"მცურავი ხეების" და ხელოვნური კუნძულების პარკი - დანიაში უჩვეულო დასასვენებელ სივრცეს მოაწყობენ