"მაესტრო", "უცნობი" და ბიძინა ივანიშვილი - რა კულუარულ საუბრებს ასაჯაროებს ქართული პრესა

"მაესტრო", "უცნობი" და ბიძინა ივანიშვილი - რა კულუარულ საუბრებს ასაჯაროებს ქართული პრესა

"მაესტროს" ირგვლივ ფინანსური სკანდალი გრძელდება და მას პრესა უკვე პოლიტიკურ ელფერსაც სძენს. გაზეთი "ალია" აქვეყნებს სტატიას სახელწოდებით - "რა მოხდება, თუ "მაესტრო" გაკოტრებულად გამოცხადდება?!". სტატიის ავტორი თემას ტელევიზიაზე პოლიტიკური გავლენების მოპოვების კონტექსტშიც განიხილავს და აქვეყნებს კულუარულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, თითქოს, 2013 წელს ლევან გაჩეჩილაძეს ბიძინა ივანიშვილის თხოვნით დაურეკეს და უთხრეს, რომ "უცნობს" "მაესტროს" წილი საბოლოოდ გადაეფორმებინა. გთავაზობთ ფრაგმენტს სტატიიდან:

"სხვათა შორის, ჩვენ გვაქვს საპირისპირო კულუარული ინფორმაციაც: 2013 წელს თითქოს რესტორან "იტალიურ გალერეაში" ლევან გაჩეჩილაძე, რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, კოკა გუნცაძე და კიდევ ორი უცნობი პირი ქეიფობდნენ, სუფრასთან ლევან გაჩეჩილაძეს უთქვამს, პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის დიდი თხოვნით დამირეკეს და მითხრეს, "უცნობმა" "მაესტროს" წილი საბოლოოდ გადაიფორმოსო. არ ვიცით, რამდენად იყო პრემიერ-მინისტროის პერიოდი ან მას შემდგე ბიძინა ივანიშვილი დაინტერესებული, რომ "მაესტრო" მთლიანად მის ოჯახთან დაახლოებული პირების ხელში გადასულიყო, მაგრამ ნუ გამოვრიცხავთ იმასაც, რომ საქმე გვქონდეს ერთგვარ გადათამაშებასთან, ანუ სკანდალის ფონზე ტელევიზია მთლიანად გადავა გაჩეჩილაძეების ხელში და, უბრალოდ, ჩვენ ამჟამად გვაყურებინებენ მხოლოდ სპექტაკლს. ეს თითქოს ახლა წარმოუდგენელია, რადგან სურათი ისე დაიხატა, "უცნობია" მსხვერპლი და მას "ახევენ" "მაესტროს". თუმცა, თუ ლოგიკას ჩავრთავთ, ამ ვერსიასაც აქვს არსებობის უფლება: აბა, დაუკვირდით, რატომ ითხოვს მაკა ასათიანი ფულს ვადაზე ადრე? საიდან ჩნდება ასე უცებ, სულ რაღაც 2 დღეში 10 მილიონიანი საბანკო გარანტია? თუ მაკა ასათიანს ვადაზე ადრე მოთხოვნის უფლება არ ჰქონდა, რატომ არ მიმართავენ სასამართლოს? არა, მეორე მხარე პირდაპირ ფულს მოარბენინებს და ყველაფერზე მიდის, თან პირობას დებს, წელიწადში 3 მილიონი გვექნება მოგებაო."

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია