მიხეილ სააკაშვილი საარჩევნო რევანშისთვის ემზადება?! - ვინ ვის წინააღმდეგ ხლართავს ინტრიგებს?

მიხეილ სააკაშვილი საარჩევნო რევანშისთვის ემზადება?! - ვინ ვის წინააღმდეგ ხლართავს ინტრიგებს?

რატომ ვერ მიიღო ამ დრომდე საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ უკრაინული მხარისგან ოფიციალური პასუხი იმის თაობაზე, რომ ოდესის გუბერნატორმა უკრაინის მოქალაქეობა მიიღო?!

ღარიბაშვილის კარზე არც ინტრიგების ხლართვაა იშვიათი მოვლენა - ცალკეულ მინისტრებზე ღარიბაშვილს არასწორ ინფორმაციას აწვდიანო. მეტიც, მისივე განცხადებით, შიდა დაპირისპირებაში დაწინაურების ჟინით ანთებული უმრავლესობის ზოგიერთი ლიდერი და კონკრეტული მინისტრის მოადგილეებიც არიან ჩართულნი.

პრეზიდენტმა უშიშროების საბჭო მოიწვია, თუმცა პრემიერ-მინისტრმა ამაჯერადაც ვერ მოიცალა მასზე დასასწრებად... და ვიდრე ხელისუფლება შიდა გარჩევებით არიან დაკავებული, მათი ოპონენტები დროს არ კარგავენ - ნაწილი მოსკოვურ ვოიაჟებს განაგრძობს და ოკუპანტ ქვეყანასთან, კაცმა არ იცის, რა გარიგებებზე მიდის, ნაწილი კი აშკარად ქვეყნის შიგნით ბუნტის მოწყობაზე ოცნებობს... იმედი გვაქვს, არსებობს კიდევ ერთი ნაწილიც, რომელიც ქვეყნისთვის ძირის გამომხრელ პოლიტიკას არ ატარებს...

ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ ოპოზიციურ ფლანგზე "ნაციონალურმა მოძრაობამ" მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის არათუ მზადება, უკვე გაწერილი გეგმის ეტაპობრივად შესრულების პროცესი დაიწყო... და რა ხდება ამ დროს ხელისუფლებაში? მმართველ გუნდში ჯერ კიდევ შიდა სამზარეულოს დასუფთავებით არიან დაკავებულნი.

საზოგადოების უმრავლესობა თანხმდება, რომ 2016 წელი ქვეყნისთვის როგორც საგარეო, ისე შიდა პოლიტიკური თვალსაზრისით გადამწყვეტი საარჩევნო წელი იქნება. იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში რუსული გავლენის გაძლიერებაზე თავად მინისტრთა კაბინეტის წევრები ალაპარაკდნენ, საპარლამენტო არჩევნების შედეგებით ბევრ კითხვას გაეცემა პასუხი, მათ შორის, იმედი ვიქონიოთ, რომ იმ მარადიულ კითხვასაც - გვეშველება თუ არა ოდესმე და ბოლოს და ბოლოს რამე?!

კოალიციაში რომ ელემენტარული კომუნიკაციის პრობლემა სულ უფრო ფართო მასშტაბს იღებს, საბოლოოდ, თამაზ მეჭიაურისა და "რესპუბლიკელების" დაპირისპირებით დადასტურდა. ცოტა ხნის წინ, გლდანის მაჟორიტარმა სოსო ჯაჭვლიანმა ისიც განაცხადა, პარტია "ქართული ოცნება" კოალიციისგან გამოსვლას და არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის გეგმასაც ამუშავებსო. თუმცა საეჭვოა, პარტიას, რომელიც ამ დრომდე სტრუქტურულად ვერ ჩამოყალიბდა და ვერც ადამიანური რესურსის დეფიციტი შეავსო, არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობა პრაგმატული თვალსაზრისით აწყობდეს. პარტიის შიგნით დისციპლინური პრობლემებია და საეჭვოა, ვითარების გამოსწორება თუნდაც ცნობილი ადამინების მიზიდვით შეძლონ...

ამ ეტაპზე საგანგაშო მაინც ისაა, რომ მნიშვნელოვანი გამოწვევების ფონზე, აზრთა მრავალფეროვნებას არც მინისტრთა კაბინეტში უჩივიან. მივა თუ არა საქმე სამთავრობო კრიზისამდე, ჯერ არავინ იცის, თუმცა ფაქტია- მთავრობაშიც აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები გუნდურობის პრინციპის დეფიციტით მუშაობენ. სხვათა შორის, ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთმა მოქმედმა მაღალჩინოსანმა პირად საუბარში დაიჩივლა, სამინისტროებთან ურთიერთობისას კანცელარია განსაკუთრებული სიმკაცრით გამოირჩევაო.

იხილეთ გაგრძელება

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."