დავით საგანელიძეს საპარტნიორო ფონდის დირექტორის თანამდებობაზე დღეს წარადგენენ

დავით საგანელიძეს საპარტნიორო ფონდის დირექტორის თანამდებობაზე დღეს წარადგენენ

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ დავით საგანელიძეს საპარტნიორო ფონდის დირექტორის თანამდებობაზე, სავარაუდოდ, დღეს წარადგენენ.

როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" არაოფიციალურად გახდა ცნობილი, საგანელიძის აღნიშნულ თანამდებობაზე წარდგენა, შესაძლოა, 18:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში მოხდეს. არსებული ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს საპარტნიორო ფონდის დირექტორის პოსტზე პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წარადგენს.

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი კოვზანაძე საბანკო ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."