პარლამენტში დავით საგანელიძის ადგილს ედიშერ თოლორაია ან ვლადიმერ აჩბა დაიკავებენ

პარლამენტში დავით საგანელიძის ადგილს ედიშერ თოლორაია ან ვლადიმერ აჩბა დაიკავებენ

პარლამენტში დავით საგანელიძის ადგილმონაცვლე, საარჩევნო სიის მიხედვით, ედიშერ თოლორაიაა, რომელიც ამჟამად ზუგდიდის გამგებელია.

საგანელიძე პარლამენტის წევრი "ქართული ოცნების" სიით გახდა და მას სიაში სწორედ ედიშერ თოლორაია ცვლის. იმ შემთხვევაში, თუ თოლორაია პარლამენტის წევრობაზე უარს იტყვის, შემდეგი კანდიდატი, ვინც საგანელიძე უნდა შეცვალოს, ვლადიმერ აჩბაა.

პარლამენტში დავით საგანელიძის ადგილმონაცვლის საკითხი ჯერ ცესკო-მ უნდა განიხილოს და შემდეგ კანდიდატურა პარლამენტს წარუდგინოს.

დავით საგანელიძე საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელად დაინიშნა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."