რუსეთს ქართული საჰაერო სივრცის გავლით სამხედრო ტვირთი გადააქვს?!

რუსეთს ქართული საჰაერო სივრცის გავლით სამხედრო ტვირთი გადააქვს?!

სირიაში რუსეთი სატრანსპორტო თვითმფრინავებით საბრძოლო ტექნიკასა და საჭურველს გზავნის. აშშ-მა NATO-ს წევრ საბერძნეთსა და ბულგარეთს სთხოვა, თავიანთი საჰაერო სივრცის გავლით სირიისკენ არ გაატარონ რუსული თვითმფრინავები, რომელთაც სამხედრო დანიშნულების ტვირთი გადააქვთ. მოსკოვისთვის ეს მიმართულებები ჩაიკეტა, მაგრამ სირიამდე დარჩა საჰაერო დერეფანი კასპიის ზღვის, ირანისა და ერაყის გავლით. დღეს თეთრი სახლი ერაყის მთავრობასაც სთხოვს, არ გაატაროს რუსული სატრანსპორტო თვითმფრინავები სირიისკენ (რა ხდება დღეს სირიის ტერიტორიაზე და ვინ ვის ებრძვის, შეგიძლიათ იხილოთ "კვირის პალიტრის" ამავე ნომრის მე-17 გვერდზე გამოქვეყნებულ ინფოგრაფიკაში).

ამის გამო გაჩნდა ეჭვი, რომ შესაძლოა, რუსეთი სირიას საქართველოს საჰაერო სივრცის გავლითაც (რაც უფრო მოკლე მარშრუტია, ვიდრე გადაფრენა კასპიის ზღვაზე) აწვდიდეს იარაღს. რამდენიმე დღის წინ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ოფიციალური განცხადება, რომ 2008 წლის აგვისტოს შემდეგ რუსეთს საქართველოსთვის სამხედრო და ორმაგი დანიშნულების ტვირთების სახმელეთო ან საჰაერო გზით გატარების თაობაზე აღარ მოუმართავს, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოს საჰაერო სივრცეში გამოჩენილ თვითმფრინავებში რუსული იარაღი არ იქნება.

ვინმე დაფიქრებულა, როგორ ფუნქციონირებს სომხეთში გიუმრის 102-ე რუსული სამხედრო ბაზა? ვინ და რა გზით ამარაგებს შეიარაღებით, საბრძოლო ტექნიკითა და ტყვია-წამლით ამ ხუთიათასკაციან ბაზას, წელიწადში ორჯერ რუსეთიდან როგორ ჩაჰყავთ ასობით ახალწვეული გიუმრიში, ან დემობილიზებულ სამხედროებს სამშობლოში როგორ აბრუნებენ?

რა თქმა უნდა, ამ გადაადგილების შესახებ რუსეთს ქართული მხარისთვის არასოდეს არაფერი უცნობებია, მაგრამ ბავშვიც კი მიხვდება, რომ სომხეთის ტერიტორიაზე რუსული საბრძოლო ტექნიკა და სამხედრო მოსამსახურეები აზერბაიჯანის გავლით - ვერც საჰაერო და მით უმეტეს, ვერც სახმელეთო გზით - ვერ ჩავლენ. რჩება საზღვაო-სახმელეთო დერეფანი კასპიის ზღვისა და ირანის ტერიტორიის გავლით. რუსულ სატრანსპორტო თვითმფრინავებს შეუძლიათ, კასპიის ზღვის თავზე და ირანის საჰაერო სივრცის გავლით მოხვდნენ სომხეთში, მაგრამ ეს სატრანზიტო დერეფანი უფრო გრძელია და ცხადია, ძვირიც, ამასთან, გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციებით, ირანის ტერიტორიაზე შეტევითი დანიშნულების საბრძოლო ტექნიკის შეტანა აკრძალულია.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია