ყაჩაღობა დიღომში: მძარცველებმა 80 წლის ქალი სკამზე დააბეს და ბინიდან დიდი ოდენობის თანხა გაიტაცეს

ყაჩაღობა დიღომში: მძარცველებმა 80 წლის ქალი სკამზე დააბეს და ბინიდან დიდი ოდენობის თანხა გაიტაცეს

თბილისში, დიღმის მასივში 80 წლის ქალი გაძარცვეს. მეზობლების ინფორმაციით, შემთხვევა დაახლოებით დღის 12:00 საათზე მოხდა. როგორც სასწრაფო დახმარების ექიმი აცხადებს, მოხუცი ქალი სკამზე მიბმული დახვდათ. ახლა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია. წინასწარი ინფორმაციით, ბინიდან გატანილია დიდი ოდენობით თანხა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლსი კოდექსისი 178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვას ითვალისწინებს. დამატებითი დეტალების გახმაურებისგან უწყებაში თავს იკავებენ.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია