Set Fest: ვინ დაუკრავს 2 ოქტომბერს ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე

Set Fest: ვინ დაუკრავს 2 ოქტომბერს ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე

Set Fest–ი წარმოგიდგენთ მორიგ პროექტს:

Fall Set–ი, 2015 წლის ბოლო პროექტი, რომელიც 2 ოქტომბერს, ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე, ყოფილი მანეჟის შენობაში გაიმართება. მის ფარგლებში საქართველოს ეწვევიან:

WORAKLS:

Worakls - ეს ახალგაზრდა ფრანგი არტისტი სულ რაღაც 26 წლისაა. 3 წლის იყო, როდესაც ფორტეპიანოს მიუჯდა და მას მერე მუსიკა მის გატაცებად, ყოვედღიურობად და პროფესიად გადაიქცა. ბევრი კოლეგა დიჯეისგან და პროდიუსერისგან განსხვავებით, მისი მუსიკალური განათლება არა დილეტანტიზმს, უბრალო მუსიკალურ სასწავლებელს, არამედ კონსერვატორიას მოიცავს. კლასიკური განათლებით და სპეციფიკური გემოვნებით, დღესდღეობით მუსიკოსი თანამედროვე ტექნოსცენის ერთერთი გამორჩეული წარმომადგენელია - მისი მუსიკა მელოდიურია, უხდება მასშტაბურ ღონისძიებებს, არ კარგავს მელოდიურ ხაზს და არასოდეს გადაზრდილა ზედმეტად მძიმე, უხეშ, ან უსულო საუნდში.

მისი ყველაზე ცნობილი სინგლი, Porto, 2014 წელს გამოვიდა. ამ პერიოდიდან მოყოლებული არტისტზე მოთხოვნა გაიზარდა, ამას ყოველკვირეულად არაერთ ფესტივალზე, თუ მცირე მასშტაბის ივენთზე უწევს დაკვრა.

Worakls -ის კარიერაში რამდენიმე მასშტაბური ფესტივალია, მათ შორისაა ფრანგული La Nuit Rouge და მექსიკური Soultech Festival, ბარსელონას Dgtl Festival და ახლა უკვე Tbilisi Summer Set-იც.

ამჟამად Worakls Fall Set-ის ერთ-ერთი მთავარი ჰედლაინერია, ახალგაზრდა ფრანგი არტისტი 2 ოქტომბერს ქართველი მელომანებისთვის დაუკრავს.

GIDGE:

Gidge - შვედური დუო. რომელიც განსაკუთრებით ცნობილი 2014 წელს გამოცებული ალბიმით - "Autumn Bells". იგი მალევე აღიარეს მუსიკალურ შედევრად. მათი მუსიკით შექმნილ თბილ და წრფელ ატმოსფეროს მსმენელი სხვა რეალობაში გადაჰყავს.

Gidge-ს შთაგონების წყარო და მთავარი „იარაღი“ ჩრდილოეთის ტყეები და მასში წარმოქმნილი უჩვეულო ბგერებია. მრავალდონიანი ბიტი, მძიმე აკორდები, შორეული ვოკალური სემპლები, ამ ყოველივეთი ისინი მსმენლის გულის დაპყრობას წარმატებით ახერხებენ. 2 ოქტომბერს კი შვედური დუეტის სამზნე ქართელი მელომანები გახდებიან.

TADE:

Tade – ქართველი ნიჭიერი არტისტი.

ღონისძიების ვიზუალურად გააფორმებს ვიზუალ-არტისტი Masterskey.

  • ბილეთის ფასი: - 20 ლარი
  • ბილეთების შეძენა ღონისძიების ადგილზე 2 ოქტომბერს 22:00 საათიდან იქნება შესაძლებელი.
  • ონლაინ ბილეთების შეძენა შესაძლებელია 2 სექტეემბრიდან საიტზე: www.eventer.ge

R

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია