რუსთავის გზატკეცილზე ავტომანქანა სასწრაფო დახმარების ავტომობილს შეეჯახა

რუსთავის გზატკეცილზე ავტომანქანა სასწრაფო დახმარების ავტომობილს შეეჯახა

რუსთავის გზატკეცილზე "გაზ 24 მარკის" ავტომანქანა სასწრაფო დახმარების ავტომობილს შეეჯახა. როგორც "ინტერპრესნიუსს" სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამასახურში განუცხადეს, ავტოსაგზაო შემთხვევა გამთენიისას მოხდა.

მათივე ინფორმაციით, რუსთავის გზატკეცილზე გამოძახებიდან დაბრუნებულ სასწრაფო დახმარების მანქანას საპირისპირო მიმართულებით მოძრავი "ვოლგა" დაეჯახა. სავარაუდოდ "ვოლგის" მძღოლს საჭესთან ჩაეძინა, სავალი ნაწილის საპირისპირო მხარეს გადავიდა და სამედიცინო ეკიპაჟს დაეჯახა.

შემთხვევის შედეგად მსუბუქად დაშავდა "ვოლგის" მძღოლი. სამედიცინო პერსონალი კლინიკაში გადაიყვანეს. მათ პროფილაქტიკური გამოკვლევების ჩატარების შემდეგ კლინიკა დატოვეს.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია