"თქვენს მეუღლესთან ერთად 2-ჯერ მაქვს პლანი მოწეული" - გოგა ხაჩიძე ნანა ყეინიშვილს

"თქვენს მეუღლესთან ერთად 2-ჯერ მაქვს პლანი მოწეული" - გოგა ხაჩიძე ნანა ყეინიშვილს

პარლამენტის წევრი, გოგა ხაჩიძე ფეისბუქის პირად გვერდზე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე მარიხუანას დეკრიმინალიზაციის საკითხის განხილვას ეხმაურება.

"დღეს, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე მარიხუანას დეკრიმინალიზაციის საკითხი განიხილებოდა.

ბევრი აბსურდული არგუმენტი და დემაგოგია მოვისმინეთ.

ერთ-ერთი წამყვანი ავტორი ქ-ნი ნანა ყეინიშვილიც იყო.

მორიგი დემაგოგიის შესაწყვეტად, ერთგვარი შოკური თერაპია გამოვიყენე და ქალბატონ ყეინიშვილს, იმ დროს როდესაც მიხსნიდა - რა ცუდია, თუ ჩემი შვილი მარიხუანას მოწევს, ხუმრობით და გამოსაფხიზებლად მივახალე: თქვენს მეუღლესთან ერთად 2-ჯერ მაქვს პლანი მოწეულითქო.

(2-ჯერ იმიტომ რომ განმეორებითი მოხმარება სისხლის სამართლის დანაშაულს იწვევს და სწორედ მაგ ნორმის შეცვლას ვცდილობთ აღნიშნული კანონპროექტით)

სიტყვებმა სწრაფი ეფექტი გამოიღო, დემაგოგია უსწრაფესად შეწყდა და ყველამ გავიცინეთ.

სმილე ემოტიცონ

ახლა მეორე, თუ ვინმემ დაიჯერა, რომ მე ურუზმაგ ქარქუსოვთან ერთად პლანი მართლა მაქვს მოწეული და თან ამის შესახებ კომიტეტის სხდომაზე ვსაუბრობ; თუ ვინმემ ამ სახალისო ამბავზე "სერიოზული მსჯელობა" გამართა და მორიგ შანსად განიხილავს ჩემზე რამე ცუდი თქვას, სადმე ახლოს სარკე იპოვოს და საკუთარ თავს კარგად დააკვირდეს, შემთხვევით დატროლილის გამომეტყველება ხომ არ აქვს?" - წერს გოგა ხაჩიძე.

"საჯარო სამსახურიდან წასვლის შემდეგ ბევრი მეკითხება რას ვაპირებ..." - რას წერს "ფეისბუქზე" ნათია მეზვრიშვილი

"სულ რომ მეშინოდა და მერე ამ შიშს მალევე სადღაც ვჩქმალავდი, ის დროა ახლა" - ნინო სურგულაძის ემოციური პოსტი მამის გარდაცვალების შემდეგ

"ერთი პოლიციელი უნდა დავითრიოთ, დავჩეხოთ..." - ოქრუაშვილის თანაპარტიელის ვიდეომიმართვა, რომელიც მწვავე კრიტიკის შემდეგ "ფეისბუქიდან" წაშალა