ავტორი:

"სულ რომ მეშინოდა და მერე ამ შიშს მალევე სადღაც ვჩქმალავდი, ის დროა ახლა" - ნინო სურგულაძის ემოციური პოსტი მამის გარდაცვალების შემდეგ

"სულ რომ მეშინოდა და მერე ამ შიშს მალევე სადღაც ვჩქმალავდი, ის დროა ახლა" - ნინო სურგულაძის ემოციური პოსტი მამის გარდაცვალების შემდეგ

ცნობილ საოპერო მომღერალს ნინო სურგულაძეს მამა გარდაეცვალა. ამის შესახებ ის "ფეისბუქზე" წერს.

"სულ რომ მეშინოდა და მერე ამ შიშს მალევე სადღაც ვჩქმალავდი, რომ გული არ გამხეთქვოდა, ის დროა ახლა, ის დღე, რომლის დადგომაც თითქოს კანონზომიერია, მაგრამ მაინც ვერავინ ვერასოდეს ეგუება, ახლა თითქოს ისიც კი მახსოვს, სულ პატარამ პირველად როგორ დაგიძახე მამა, პირველად როდის ვიგრძენი მამის სითბო და სიყვარული, მინდა მახსოვდეს და იმიტომ...

ის ყველაფერიც უნდა მახსოვდეს, რაც აქამდე იყო, სულ უნდა ვიფიქრო დაუსრულებლად, მოფერება ხომ მოვასწარი ისე, როგორც მინდოდა, იქნებ ასე ცოტა შემსუბუქდეს ტკივილი, ტკივილი, რომელსაც არც სახელი აქვს, არც დასასრული...

მე კიდევ ბევრს გეტყვი, ისევ იქნება ჩვენი მამაშვილური საუბრები, ისევ მოგიყვები ყველაფერს, ისევ გთხოვ რჩევას, ისევ გკითხავ აზრს, ოღონდ ამის შემდეგ შენ მხოლოდ მომისმენ მამა, ვეღარ მიპასუხებ, მე კი მაინც გავიგონებ შენ ხმას, რომელიც სულ ჩემთან დარჩება... მიყვარხარ უსასრულოდ, შეხვედრამდე" - წერს სურგულაძე.

"ჩემი ნატალია და ზაქარიას ნათლია ჩვენი უწმინდესი და უნეტარესია" - ნინო სურგულაძემ ტყუპი ქალ-ვაჟი მონათლა

"ჩემი დედიკო ამ დილით მოკლეს, არ ქონდა კოვიდი! მკვლელებო, უფალმა მოგიზღოთ" - რას წერს ქუთაისში კოვიდით გარდაცვლილი 65 წლის ქალის შვილი

"ამ დაავადების თითქმის ყველა სკნელი გავიარე. ექიმებმა გაიმარჯვეს" - რას წერს ლევან რატიანსა და მის კლინიკაზე covid-19-ს გადარჩენილი პაციენტი