"ეს ჩემი ოჯახია, ყველაფერზე ძვირფასი და აღმატებული" - მამა პეტრე საკუთარ ოჯახზე წერს

"ეს ჩემი ოჯახია, ყველაფერზე ძვირფასი და აღმატებული" - მამა პეტრე საკუთარ ოჯახზე წერს

სვეტიცხოვლის ტაძრის დეკანოზმა პეტრე კოლხმა "ფეისბუქზე" საკუთარი მრავალშვილიანი ოჯახის ფოტო გამოაქვეყნა და ოჯახში არსებული წესების შესახებ ამცნო საზოგადოებას:

"ეს ჩემი ოჯახია, ყველაფერზე ძვირფასი და აღმატებული. ჩვენ ყველას საკუთარი მიზნები და მისწრაფებები გაგვაჩნია. ხშირად არ მოგვწონს ერთმანეთის შეხედულება, მაგრამ პატივს ვცემთ ერთმანეთის აზრს. ვმეგობრობთ ნებისმიერი რელიგიის თუ კონფენციის წარმომადგენელთან, მრწამსით კი ვიცავთ მართლმადიდებლობას... ვარ ქართული სამოციქულო ეკლესიის ღვთისმსახური, მაგრამ ხშირად დავდივართ სპექტაკლებზე, კინოში, შემოქმედებით ღონისძიებებზე... ვცდილობთ გვიყვარდეს ყველა, მოვისმინოთ ჯანსაღი კრიტიკა და ვაპატიოთ აგრესია... ღვთის მერე ვეთაყვანებით წიგნებს... შეგნებულად ვუდგებით პიროვნულ სირთულეებს...

ვცდილობთ გავიგოთ ექვსი მოზარდის ფსიქოლოგიური ქარტეხილები და მორჩილებით ველოდებით პიროვნულ ფორმირებას... ვგმობთ ძალაბობას... გვძულს სიძულვილი... ჩვენთვის ღმერთი არ არის გალიაში ჩაკეტილი იდეა, ის აბსოლუტური თავისუფლება და გონია... ჩვენ ერთმანეთს არ ვუზღუდავთ აზროვნებას... მე, მამა პეტრე, ღვთისმსახური ვთვლი, რომ ყოველვის მქონდა არჩევანის თავისუფლება და გავხდი მღვდელი... არ მაქვს უფლება ჩემი შვილი შევზღუდო არჩევანში და ხელი შევუშალო მის გადაწყვეტილებებს, თუ ის ნორმას არ გაცდება...

უფლის წინაშე ყველა ინდივიდუალურად ვაგებთ პასუხს. მე ჩემი მომეკითხება, მაგრამ ჩემს შვილს ჩემი არა, საკუთარი მოეთხოვება... მთავარი კი საკუთარი ცხოვრების ქონაა... ნუ გადავლახავთ ერთმანეთის საზღვრებს... გახსოვდეთ, ყველას თავისი უფლებები გააჩნია..." - ნათქვამია პოსტში.

როგორ გამოიყურება სოფო ნიჟარაძე შვილის გაჩენის შემდეგ - ახალი ფოტოები მომღერლის "ინსტაგრამიდან"

"მადლობა მთელ საქართველოს გვერდში დგომისათვის" - რას წერს გიორგი შაქარაშვილის და "ფეისბუქზე"

ჭავჭავაძის გამზირზე მოძრავ მანქანას ხე დაეცა - რა ფოტოებს აქვეყნებს "პარტიზანული მებაღეობა"