"არ ვაპირებ ვიმუშაო იმ მერიაში, სადაც თბილისელებზე ზრუნვის გარდა, აკეთებენ ყველაფერს" - ლევან ხაბეიშვილმა თანამდებობა დატოვა

"არ ვაპირებ ვიმუშაო იმ მერიაში, სადაც თბილისელებზე ზრუნვის გარდა, აკეთებენ ყველაფერს" - ლევან ხაბეიშვილმა თანამდებობა დატოვა

განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის  მოადგილემ, ლევან ხაბეიშვილმა თანამდებობა დატოვა. ამასთან დაკავშირებით ხაბეიშვილმა "ფეისბუქზე" ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა:

"პირადი განცხადების საფუძველზე თბილისის მერიაში ვტოვებ თანამდებობას. 2014 წლის 22 აგვისტოს დავით ნარმანიას ბრძანებით უკანონოდ გამათავისუფლეს მერიიდან. 3 სასამართლო პროცესის მოგების შემდგომ მე დღეს ვიკავებ განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილის პოზიცას. ჩემი ერთწლიანი ბრძოლა იყო სიმართლისთვის და ამ სიმართლის აღსრულებისთვის. ჯერ კიდევ 2015 წლის 27 იანვარს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაუყოვნებლივ უნდა აღვედგინე მერიაში, მაგრამ 7 თვე დამჭირდა, რომ დამტკიცებული სიმართლის აღსრულება მომხდრიყო. ეს ბრძოლა არ იყო ჩემი თანამდებობისთვის და პირადი მიზნებისთვის. ეს ბრძოლა იყო საჯარო მოხელეებისთვის.

ყველამ გაიგოს, რომ აღარავინ, აღარასდროს გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი თანამშრომელი სამსახურდან. ეს იყო ბრძოლა იმის საჩვენებლად, რომ სიმართლისთვის ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და როცა მართალი ხარ არცერთი ნაბიჯი უკან! არ ვაპირებ არაფრის ფასად ვიმუშავო იმ მერიაში, სადაც თბილსელებზე ზრუნვის გარდა აკეთებენ ყველაფერს. ჩემი დამოკიდებულება და წარმოდგენა დედაქალაქის მერზე და მის გუნდზე საჯაროა, შესაბამისად ვფიქრობ მარტივი გასაგებია ჩემი გადაწყვეტილება. სიმბოლური იყო ჩემი რამდენიმე სამუშაო დღე. ვეცადე პირადად ამეხსნა კალაძის ცოლისძმისთვის, რომ ახალგაზდა ადამიანი ძალან სერიოზულ შარშია და ფაქტობრივად გროვდება საბუთები, რაც მისი სისხლისამართლის პასუხისგებაში მიცემის გარანტი იქნება.

მივეცი რამდენიმე მეგობრული რჩევა. ვაპირებ განვაგრძო აქტიური მუშაობა "მედიატორის" ფარგლებში და ასე უფრო ეფექტური ვიყო თბილისელებისთვის. პ.ს. ჩემო მეგობრებო მაძლიერებთ და მზად ვარ განვაგრძო ბრძოლა საბოლოო მიზნისკენ", - წერს ხაბეიშვილი.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია