2,35 თუ 2,15 - ანუ სადამდე გამყარდება ლარი?

2,35 თუ 2,15 - ანუ სადამდე გამყარდება ლარი?

რამდენიმე დღეა ლარის კურსი დოლართან მიმართებაში სტაბილურობას ინარჩუნებს. ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, 1 დოლარი 2.3854 ლარი ღირს. სპეციალისტების ნაწილი აღნიშნავს, რომ ლარმა წონასწორობის ახალი ნიშნული უკვე იპოვა, ნაწილი კი ეროვნული ვალუტის კიდევ უფრო გამყარებას ვარაუდობს. ოპტიმისტურადაა განწყობილი მთავრობაც. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, ლარმა გამყარება კვირის დასაწყისიდან, საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ამოქმედების შემდეგ დაიწყო. მართალია, ამ სააგენტოს ჯერ არაფერი გაუკეთებია, თუმცა კურსის გასამყარებლად პირველი ნაბიჯები გადადგა ეროვნულმა ბანკმა - გაზარდა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი და გაყიდა 27 მილიონი დოლარი. სპეციალისტების პროგნოზებმაც ოპტიმისტური ხასიათი შეიძინა.

"ვითიბი ბანკის" გენერალური დირექტორი არჩილ კონცელიძე ეროვნული ვალუტის მნიშვნელოვან გამყარებას არ ელოდება. იგი აღნიშნავს, რომ ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში 2,35 – 2,40 ლარის ფარგლებში იქნება და ეს არის წონასწორობის ახალი ნიშნული. "რაც მოხდა, არ არის შიდა ფაქტორებით განპირობებული. შეიძლება, აბრალებენ შიდა ფაქტორებს, მაგრამ მაინც მნიშვნელოვნად არის გარე ფაქტორებით გამოწვეული. ჩვენ გარშემო ქვეყნებს თუ შევხედავთ, თურქული ლირა 3-ს აღემატება დოლართან მიმართებაში. აზერბაიჯანულ მანათსაც იგივე მოუვიდა, დევალვაცია მოხდა ყაზახეთშიც, რუსეთში, უკრაინაში, ყველგან. ეს არის გარე ფაქტორებით გამოწვეული, შესაბამისად, თუ სტატუს - კვო იქაც შენარჩუნდება, ეს არის წონასწორობის ახალი ნიშნული", - აღნიშნა არჩილ კონცელიძემ "კომერსანტთან" საუბრისას და დასძენს, რომ ახალი ნიშნული მომდევნო 6-7 თვის განმავლობაში, გაზაფხულამდე შენარჩუნდება. გაზაფხულის შემდეგ კი სიტუაციას რეგიონში არსებული მდგომარეობა განსაზღვრავს.

დაგროვების მართვის კომპანია "პირადი ბანკირის" აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი ბერძენაძე კი გაცილებით ოპტიმისტია. მისი აზრით, ლარის წონასწორობის ახალი ნიშნული 2.2 ან 2.15 იქნება. ბერძენაძე ამბობს, რომ ლარის გამყარება რამდენიმე ფაქტორით იქნება განპირობებული, მათ შორის, შემოსული ინვესტიციების რაოდენობით, რომელიც ქვეყანაში შემოდგომაზე ყოველთვის იზრდება. ამას დაემატება საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებიდან მიღებული გრანტები და რეგიონის ქვეყნების ვალუტების გამყარება. "მიმდინარე კვირიდან ლარის გამყარების ტენდენციას სხვადსხვა ახსნა აქვს. ერთ-ერთი, საქართველოს მთავრობის მიერ გამოყენებული რეზერვებია. ასევე, რეგიონში მოქმედი ვალუტების გამყარება", - განმარტავს ბერძენაძე.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია