ჩვენს საიტზე განთავსებულ სტატიას "საბავშვო ბაღებში საკვები გადასაყრელია - მერიამ, შესაძლოა, მენიუს გადახედოს" საკმაოდ დიდი გამოხმაურება და მრავალი კომენტარი მოჰყვა, "ფეისბუქზე" თუ საიტზე. როგორც კომენტარებიდან გაირკვა, მშობლების კატეგორია ორად არის გაყოფილი. არის ერთი დიდი ნაწილი, რომელსაც ძალიან მოსწონს საბავშვო ბაღებში წელს შეცვლილი და გამრავალფეროვნებული მენიუ, და არის მეორე ნაწილი, რომელიც ითხოვს, რომ მენიუს აუცილებლად გადახედონ. ამ თემაზე გადაწყვეტილების მიღების საკითხში მშობლებისა და აღმზრდელების მოსაზრებები გადამწყვეტი უნდა იყოს. საეჭვოა, მათ შორის ვინმემ გამოკითხვა ჩაატაროს. ამიტომ ჩვენს საიტზე გამოთქმული მათი მოსაზრებები შევკრიბეთ და აქვე გთავაზობთ.
მენიუს მომხრეები:
წელს მართლაც არაჩვეულებრივი მენიუ აქვთ შარშანდელთან შედარებით. მაგრამ უფრო დასახვეწია, არის ისეთი რამეები, რასაც ბავშვი ვერ შეჭამს.
ეკა
უღრმესი მადლობა 2015 წლის კალორაჟის შემქმნელებს... არ გადაყაროთ მონარჩენი საკვები, დაურიგეთ გაჭირვებულებს. ხალხო, ნუ იქნებით უმადური, საუკეთესო მენიუა...
ინნა
მენიუ წინა წლებთან შედარებით,ბევრად მრავალფეროვანი და კარგია, ბავშვებს დიდი არჩევანი აქვთ, თუ სალათა არ უყვარს, წვნიანის მირთმევა შეუძლია. მე ბაგაშიც მყავს ბავშვი და გამოსაშვებ ჯგუფშიც და კვებით ნამდვილად კმაყოფილი ვარ.
შორენა
ძალიან კარგი მენიუა. იმედია გაითვალიწინებთ ბავშვების და მშობლების სურვილს და არ შეამცირებთ საკვების ასორტიმენტს. მადლობა წინსწარ.
სალო
რაც შეეხება მოწინააღმდეგეებს, მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ ზედმეტად ბევრი საჭმელია და ბავშვები ჭამას ძლივს ასწრებენ, ამიტომ სწავლის დრო არ რჩებათ. ნაწილის აზრით კი, მენიუში ბევრია ისეთი საკვები, რომელსაც ბავშვი არ ჭამს. გთავაზობთ ახლანდელი მენიუს მოწინააღმდეგეთა რამდენიმე კომენტარსაც:
მყავს საშინლად უჭმელი გოგო,რომელიც წინა წლებში ცოტას, მაგრამ მაინც ჭამდა. აი წელს საერთოდ მშიერი დადის. უკავია პური და მარტო ამით იკვებება. ვერ გავიგე, რომელი ბავშვი ჭამს ჩიხირთმას ან ხარჩოს?
ნონა
მენიუ გადასახედია, განსაკუთრებით სადილი, იმიტომ რომ 2-3 წლის ბავშვი სალათებს არ მიირთმევს და რჩება მშიერი. საკვები რატომ უნდა გადაიყაროს?
უცნობი
ახალ დადგენილ მენიუს ბავშვები არ ჭამენ. პატარა ბაგის ბავშვი ვერ შეჭამს ცოცხალი კომბოსტოს სალათს, ლობიოს სალათს, ასევე ყველა ბავშვი ვერ ჭამს ჩიხირთმას, მაწვნის სუპს. მენიუში აღარ არის უბრალო ვერმიშელის სუპი, ბორში. გთხოვთ გაითვალისწინოთ!
უცნობი
აუცილებლად უნდა გადაიხედოს სადილი. რა სადილის მენიუც აქვთ, ბავშვები არ ჭამენ. ფაქტიურად მშივრები არიან. სწორედ უნდა შეირჩეს სადილი მაინც.
კკკ
წლევანდელი მენიუ მაოცებს ძალიან - კვირაში ორჯერ გაროხის სუპი, გაროხის სალათა, ჩიხირთმა და სალათა ლობიოთი რა უბედურებაა? ეს იოგურტებიც დანონის ფირმისაა, ქართული არ ეშოვებოდათ? თუ ვიღაცა ხელს ითბობს ამ პროდუქტების ბიზნესით?
ლელა
იხილეთ გაგრძელება