"ეს არის ძალიან ცუდი გზავნილი რუსეთისთვის და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის" - ალექსი პეტრიაშვილი პრემიერის გაეროში გამოსვლაზე

"ეს არის ძალიან ცუდი გზავნილი რუსეთისთვის და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის" - ალექსი პეტრიაშვილი პრემიერის გაეროში გამოსვლაზე

თავისუფალი დემოკრატების აღმასრულებელი მდივანი, ალექსი პეტრიაშვილი, პრემიერის გაეროში დღევანდელ გამოსვლას "ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობას" უწოდებს. ეს განცხადება პეტრიაშვილმა დღეს "კურიერის" პირდაპირ ეთერში საუბრისას გააკეთა.

მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილმა გაუშვა შანსი, რეალურად ესაუბრა ქვეყნის წინაშე მდგარ ყველაზე მთავარ პრობლემებზე.

„ათასწლეულის გამოწვევებზე მეტად პრემიერს ყველაზე დიდი აქცენტი უნდა გაეკეთებინა საქართველოს წინაშე მდგარი ყველაზე დიდი პრობლემის - საქართველოს ოკუპაციის და რუსეთის მიერ ოკუპაციის საკითხზე. არავინ ითხოვს გინებას, ისტერიკას საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლის მხრიდან. მას ამაზე უნდა ესაუბრა," - აცხადებს ალექსი პეტრიაშვილი.

ალექსი პეტრიაშვილის განცხადებით, პოლიტიკური პასუხიმგებლობა ეკისრება ამ ხელისუფლებას, რომ გამიზნულად არ საუბრობს რუსეთის ოკუპაციის თემაზე.

"ეს არის ძალიან სერიოზული შეცდომა, ძალიან სერიოზული შესაძლებლობის ხელიდან გაშვება და ძალიან ცუდი გზავნილი რუსეთის ხელისუფლებისთვის, ძალიან ცუდი გზავნილი საერთაშორისო თანამეგობრობისთვის," - აცხადებს პეტრიაშვილი.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."