ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის რომან გოცირიძის გნცხადებით, საქართველოში ეროვნული ვალუტის შემოღების (მიმოქცევაში გაშვების) წეელი არის არა 1995 წლის 2 ოქტომბერი, არამედ 1993 წლის 3 აგვისტო.
ამასთან დაკავშირებით რომან გოცირიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე პოსტს ქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
"ისტორიის გამყალბებლები!
2006 წლის 1 იანვარს თურქულ ლირას ჩამოაცილეს 6 ნული, რომელსაც ვალუტის დენომინაცია ჰქვია და გადავიდნენ ფასების ახალ მასშტაბზე. ეს იყო თუ არა თურქეთში ახალი ეროვნული ვალუტის შემოღება, ბანკნოტზე ლირის ნაცვლად ლარი რომ დაეწერათ თუნდაც? რა თქმა უნდა, - არა.
საქართველოში ეროვნული
ვალუტის შემოღების (მიმოქცევაში გაშვების) წელი არის არა 1995 წლის 2 ოქტომბერი, არამედ 1993 წლის 3 აგვისტო, როცა კუპონი გამოცხადდა ერთადერთ კანონიერ გადახდის საშუალებად მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე. 1995 წლის 2 ოქტომბერს მოხდა მისი დენომინაცია, 6 ნულის ჩამოცილება, უკეთესი ხარისხის ქაღალდზე დაბეჭდვა და სახელის გადარქმევა.