ეროსი კიწმარიშვილი სპეცსამსახურებმა მოკლეს?!

ეროსი კიწმარიშვილი სპეცსამსახურებმა მოკლეს?!

2014 წლის 15 ივლისს ავტოფარეხში გარდაცვლილი მედიამაგნატ ეროსი კიწმარიშვილის ძმა წელიწადზე მეტია, გამოძიებისგან კითხვებზე პასუხს ელის. ზურაბ კიწმარიშვილი ამბობს, რომ სამართალდამცველებმა რამდენიმე საინტერესო გარემოება უყურადღებოდ დატოვეს­ და რჩება შთაბეჭდილება, რომ გამოძიება ჩიხშია შესული. რესპონდენტი "კვირის პალიტრასთან" საქმეში არსებულ უცნობ დეტალებს ახმაურებს.

- 2015 წლიდან საგამოძიებო მოქმედებები შენელდა და საჭიროდ ჩავთვალეთ, გამოძიებისთვის ახალი ბიძგი მიგვეცა. შევხვდით პროკურატურის მაღალჩინოსნებსა და საქმის გამომძიებლებს. ამის შემდეგ ძიება სამი მიმართულებით წარიმართა:

1. სატელეფონო ანძებიდან ინფორმა­ციის მოპოვება;

2. ფატალურ იარაღზე არსებული დნმ-ის მონაცემების დადგენა და იდენტიფი­ცირება;

3. ვიდეომასალების კვლევის გაგრძელება. ამოიღეს 2 თვის ამონაწერები ანძები­დან­ და 20-მდე პირის დნმ-ი შეადარეს სასხლეტზე არსებულ მასალას. ჩვენ კი ვაგრძელებდით ვიდეომასალის გაშიფვრას.

სატელეფონო ანძების გაშიფვრა შსს-ს სპეციალურ ქვედანაყოფს დაევალა. მათ მოვალეობაში შედიოდა იმ აბონენტთა ვინ­ა­ობის დადგენა, რომლებიც ივლისში ეკონტ­აქტებოდნენ ეროსის, მაგრამ აქამდე არაფერი გაკეთებულა. გამოძიება გვეუბნება, რომ წარმოდგენა არა აქვთ, რა ეტაპზეა­ ეს ჯგუფი. არც ის იციან, როდის დასრულდება ეს პროცესი. დნმ-სთან დაკავშირებითაც გაურკვევლობაა - შემოწმდა ყველა ის პირი,­ ვისაც შესაძლოა, ან დანამდვილებით ვიცით,­ რომ ამ იარაღთან ჰქონდა შეხება­ (ესენი არიან შსს-ს თანამშრ­ომლები, რომლებმაც ეს იარაღი მაშინ გაისროლეს, როცა საქართველოში შემოვიდა, შემ­ომტანი, გამყიდველები, მენეჯერები და სხვ.), მაგრამ თანხვედრა არ არის.

სასხლეტზე გვაქვს უცხო დნმ-ი, რომლის წარმომავლობაც არ ვიცით. ვიდეომასალაში ჩანს პირი,­ რომელიც ინტერესს იწვევდა, მაგ­რამ მისი იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა­. არის საეჭვო საკითხები, რომ­ლებზეც გამო­ძიებისგან მხრების აჩეჩის გარდა, პასუხი ვერ მივიღეთ. საქმეში უამრავი უცნაური დეტალია, რომლებიც არ ესადაგება გამოძიების არჩ­ეულ ვერსიას. ვფიქრობ, გამოძიება ჩიხში შევიდა. არ ჩანს არანაირი­ მტკიცებულება,­ რომელიც რაიმე გამოკვეთილ­ ვერსიაზე შეგვაჩერებს. იმ ინფორმაციით, რაც ჩვენ გვაქვს, უფრო მკვლელობა იკვეთება, ვიდრე თვითმკვლელობა, და ეს მხოლ­ოდ­ გარედან შეხედვით, თუ არ გავითვალისწინებთ იმას, რა ინფორმაციაც ბოლო პერიოდში­ გვქონდა.

- რას გულისხმობთ?

- შემთხვევის ადგილს, იმას, რასაც ვერასდროს ნახავდით ეროსის მანქანაში: ჩამოწეულ ფანჯრებს, მით უმეტეს, ავტოფარეხში, სადაც დახურული სივრცეა; რატომღაც დაქოქილ მანქანას, დაკარგულ ტყვიას, 50 ვაზნას, გატენილ მჭიდს თვითმკვლელისთვის... თავი დავანებოთ იმ ინფ­ორმაციას, რომელიც მე მაქვს, რომ ეროსის­ სულ სხვა გეგმები ჰქონდა...

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია