ზურა ზვიადაურმა მითხრა, ჩემი ადგილი პარლამენტში არ არისო - დავით საგანელიძე

ზურა ზვიადაურმა მითხრა, ჩემი ადგილი პარლამენტში არ არისო - დავით საგანელიძე

ზურა ზვიადაურმა მითხრა, ჩემი ადგილი პარლამენტში არ არის, წესით, ძიუდოში ახალ თაობას უნდა ვზრდიდეო, - ამის შესახებ დავით საგანელიძემ გაზეთ "კვირის პალიტრას" განუცხადა.

"ვფიქრობ, პარლამენტში 16 წელი ჩემი ყოფნა საკმარისი იყო, არ შეიძლება ერთ ადგილს ჩააჟინდე და სხვა მხარეს არ გაიხედო. ყველას ვურჩევ, სწორი გზით იარონ და თავიანთი ადგილი მოძებნონ. უადგილო ადგილას ყოფნა არ შეიძლება, ამისთვის თანამდებობაც ცოდვაა", - განაცხადა საგანელიძემ. მისი თქმით, პარლამენტში ბევრია ისეთი, ვისი ადგილიც საკანონმდებლო ორგანოში არ არის.

"მაგალითად, ცოტა ხნის წინ ჩემს მეგობარ ზურა ზვიადაურს ვესაუბრე, მითხრა, ჩემი ადგილი პარლამენტში არ არის, წესით, ძიუდოში ახალ თაობას უნდა ვზრდიდეო. ყველაფერს გავაკეთებ, რომ მას საკუთარი სპორტსკოლა ჰქონდეს. თუ "საპარტნიორო ფონდიდან" შევძლებ დაფინანსებას, კარგი, თუ არა და, ვინმეს ვთხოვ და ზვიადაურს სპორტსკოლას მაინც გავუკეთებ. ყველამ თავის გულში ჩაიხედოს, ვისი ადგილია პარლამენტში. ზუსტად ვიცი, რომ მომავალ საარჩევნო სიაში დავით საგანელიძე არ იქნება", - განაცხადა დავით საგანელიძემ.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."