ქართველი ფაშისტები, რომელთა სისასტიკემ საზოგადოება ააღელვა, შშს-მ დააკავა

ქართველი ფაშისტები, რომელთა სისასტიკემ საზოგადოება ააღელვა, შშს-მ დააკავა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ რასობრივი დისკრიმინაციის ბრალდებით ორი პირი დააკავა. როგორც  შსს-ში აცხადებენ,  უწყების მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მე-7 განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად 1995 წელს დაბადებული ლევან ა. და 1999 წელს დაბადებული ირაკლი ე. რასობრივ დისკრიმინაციის ბრალდებით დააკავეს. [იხილეთ ვიდეო]

"გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა მიმდინარე წლის 19 სექტემბერს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საქართველოს მოქალაქე მაკა ბ-ს და მის ორ თანმხლებ პირს, ნიგერიის მოქალაქეებს ონუკა ვიქტორ ჩ-ს და ონუკა დანიელ ჩ-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ", - აცხადებენ შსს-ში.

მათივე ინფორმაციით, ორივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება ჯგუფურად რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 142-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

იხილეთ ასევე|''გაწმენდითი სამუშაოები'' თბილისში - ქართველი ფაშისტები უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ფიზიკურად უსწორდებიან

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ