მშენებლობა მხარ-თეძოზე და ტენდერები, რომელშიც ისევ უგულავას ძმაკაცები იმარჯვებენ

მშენებლობა მხარ-თეძოზე და ტენდერები, რომელშიც ისევ უგულავას ძმაკაცები იმარჯვებენ

საცობების გარდა, თბილისის გზებზე გადაადგილებას, სატრანსპორტო თვალსაზრისით რამდენიმე საკვანძო ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობა-რეაბილიტაცია აფერხებს. უკვე თვეზე მეტია, რაც თბილისში ავტომობილით შემოსვლას მარშალ გელოვანის გამზირზე, მდინარე დიღმულას ხიდის რეკონსტრუქცია ართულებს. მძღოლებს შემოვლითი გზით სარგებლობა უწევთ და ვიწრო გზაზე,­ რამდენიმე მწკრივად ავტომობილები ერთ ადგილას 10 და მეტი წუთის განმავლობაში დგანან. ამ მონაკვეთზე განსაკუთრებით რთულდება ვითარება დილის და საღამოს საათებში... რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის მიზნით შეზღუდულია საავტომობილო მოძრაობა ბარათაშვილის ხიდზეც, ხოლო მიმდინარე სამუშაოების ტემპი სანუგეშოს არაფერს გვპირდება.

მარშალ გელოვანის გამზირი ქალაქის ერთ-ერთი უმთავრესი სატრანსპორტო არტერიაა, რომლის რეაბილიტაცია მერიის დაკვეთით ზაფხულის მიწურულს, 6 აგვისტოს დაიწყო და გზა 120 დღით გადაიკეტა­. არადა, 6 აგვისტომდე მთელი ზაფხული ჰქონდათ, როცა თბილისში­ საავტომობილო მოძრაობა შედარებით შემცირებ­ულია და თუ ხიდის შეკეთების გადაუდებ­ელი აუცილებლობა არსებობდა, სამუშა­ოები ზაფხულში წარემართა და სწავლის დაწყებისთვის დაესრულებინა. ცნობისთვის,­ ხიდის სარეკონსტრუქციო სამუშაოებს შპს "მამისონი" აწარმოებს და დედაქალაქის ბიუჯეტიდან პროექტზე 1 მლნ ლარი დაიხარჯება. სამშენებლო მოედ­ანზე შესვლა აკრძალულია, შორიდან კი ჩანს, რომ ობიექტზე ათამდე კაცი მუშაობს. მართალია, ხიდის სიგრძე სულ 40 მეტრია და შეიძლება მეტი მუშა ვერც დაიტიოს, თუმცა რატომ სჭირდება ასეთ მცირე ნაგებობაზე მუშაობას 4 თვე, როცა მაგალითად, ევროპის ყველაზე გრძელი, 17,2-კილომეტრიანი ხიდი ვასკო და გამა (ლისაბონში მდინარე ტეჟუზე აგებული ხიდი) 18 თვეში აიგო...

რამდენიმე თვეა, მიმდინარეობს ბარა­თ­­აშვილის ხიდის რეაბილიტაცია. უნდა შეიცვალოს ხიდის სავალი და საფეხმავლო ნაწილი და სრულად უნდა აღდგეს ნაგებობის ქვეშ მიწისქვეშა გადას­ასვლელი. სამუშაოები 14 ივნისს დაიწყო და პროექტის თანახმად, დასრულების ვადად განსაზღვ­რულია 220 დღე, ანუ 7 თვეზე მეტი, რაც ნიშნავს, რომ ხიდის გახსნას იანვრამდე არ უნდა ველოდოთ. არადა, ბარათაშვილის­ ხიდს, სულ ცოტა, ოთხი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძი უკავშირდება, სადაც შეზღუდვების გამო გადაადგილება საფრთხის შემცველია. როგორც ჩანს, კომპანიას, რომელ­საც მერიამ ხიდის რეაბილიტაცია­ დაუკვეთა, არსად ეჩქარება, რადგან­ ხელშეკრულებაში მაქსიმალური ვადებია გა­წერილი. ხიდზე სამ­უშაოები დილის 8 საათზე იწყება­ და 18.00 საათზე მუშები უკვე მიდიან. მაინცდამაინც არც ნაშუადღევს­ იწუხებენ თავს და ხის ჩრდილში წამოკოტრიალებული, მტკვრის დუდუნს უსმენენ.

ასე რომ ეშენებინათ ჩინელებს 37-კილომე­ტრიანი ხიდი ხანჩჟოუ, რომელიც ოკეანეს­ კვეთს, დღემდე ვერ დაასრულებდნენ.

მეტად საინტერესოა იმ კომპანი­ის წარმომავლ­ობა, რომელმაც ტენდერში გაიმარჯვა. კომპანია "ენსისიმ" კონკურენტებს ტენდე­რში ყველაზე დაბალი ფასით - 1.799.000 ლარით აჯობა და მხოლოდ 1.000 ლარით მოუგო სამშენ­ებლო კომერციულ კორპორაცია "ხიდს", რომელმაც საბოლოო ფასად 1.800.000 მილიონი დააფიქსირა. შესაბამისად, კომისიამ ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის წინადადება განიხილა და მიუხედავად იმისა, რომ ხარვეზები აღმოაჩინა, გამარჯვებულად ცნო. არადა, კომპანია "ენსისის" ელექტ­რონულ ვაჭრობაზე დაფიქსირებული საბოლოო ფასი არ შეესაბამებოდა ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთულ ხარჯთაღრიცხვაში მითითებულ ფასს და სხვაობა მთელი 451.000 ლარი იყო.

განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია