ბანკში დაგირავებული საფლავები - სკანდალური დავის დეტალები

ბანკში დაგირავებული საფლავები - სკანდალური დავის დეტალები

"ბანკმა არ იცის, რომ ახლა აქ სასაფლაოებია. მაშინ იმიტომ დავაგირავეთ მიწა, რომ მაღალფასიანი მიწის ნაკვეთი იყო, დღეს აქ სასაფლაოა"

ნინო გურასპიშვილმა მიწის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი და რუკა გვაჩვენა. სწორედ იმ დროს მესაფლავეები შევნიშნეთ, ახალ საფლავს თხრიდნენ. როცა შეიტყვეს, ჟურნალისტები ვიყავით, სასწრაფოდ გაეცალნენ იქაურობას.

"კვირის პალიტრის" 37-ე ნომერში სასაფლაოების გამო ატეხილ უპრეცედენტო­ დავის დეტალებზე ვწერდით. ამ ფაქტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. როგორც ირკვევა, ნუცუბიძის პლატოზე მდებარე სასაფლაოზე მიცვალებულები უნებართვოდ არიან დაკრძალული. რაც ყველაზე გამაოგნებელია, სასაფლაოს ტერიტორია ერთ-ერთ ბანკშია დაგირავებული და ბანკი ამ ინფორმაციას ჩვენი გაზეთიდან შეიტყობს. შეგახსენებთ, ამ ზაფხულს სასაფლა­ო­ებზე გაჩნდა წარწერები, რომლებითაც ჭირისუფლებს ატყობინებდნენ, რომ მათი მიცვალებულები კერძო პირის კუთვნილ მიწაზე არიან დაკრძალული და მეპატრონე სასწრაფოდ დარეკვას სთხოვდა. მიწის მფლობელებსა და მიცვალებულების ახლობლების შორის ურთიერთობა დაიძაბა. მიწის მეპატრონეები მიცვალებულების ამოთხრით იმუქრებიან, ჭირისუფლები კი აცხადებენ, რომ ამის უფლებას არ მისცემენ. ბევრი მათგანის თქმით, როცა ოჯახის წევრს იქ მარხავდნენ, არანაირი დოკუმენტი არ აუღიათ და მხოლოდ მესაფლავეებს გადაუხადეს გაწეული სამუშაოს თანხა. რამდენიმე კი ამბობს, რომ ვიღაცას ფული მისცა, თუმცა მას ვერ პოულობს.

ნინო გურასპიშვილი, მიწის მფლობელი:

- 2006 წელს 1500 კვმ მიწა შევიძინეთ, სახლის აშენებას ვგეგმავდით. ჩვენგან მოშორებით დევნილები ცხოვრობენ და ქვედა ტერიტორიაზე მიცვალებულების უკანონოდ დასაფლავება დაიწყეს. რაც დრო გადიოდა, საფლავები მატულობდა. ქვედა ტერიტორიის მიწის მფლობელი ებრძოდა ამ ხალხს, მაგრამ ვერაფერს გახდა. როცა მივხვდით, რომ ზევით მოიწევდნენ, გადავწყვიტეთ, ჩვენი ნაკვეთი შემოგვეღობა და ასე შეგვეჩერებინა მათი შემოჭრა. ამიტომ ბეტონის ღობე შემოვარტყით, მაგრამ ერთ დღეს გადანგრეული დაგვხვდა. ბევრმა ის ბეტონი საფლავის ამოსაშენებლად გამოიყენა.

შემოღობვის მერე მშვიდად ვიყავით, კარგა ხანს არ ავსულვართ. ერთ დღეს ავედით და ვნახეთ, რომ უამრავი ადამიანი დაეკრძალათ. მივმართეთ თბილისის მე­რიას, რადგან ტერიტორია სასაფლაოდ იქცა, ბუნებრივია, იქ სახლს ვერ ავაშენებდით. მერიას ვთხოვდით, ლიცენზია მოეცა, კერძო სასაფლაო გაგვეკეთებინა, ჩვენ თვითონ გაგვეყიდა ის ტერიტორია და ამ გზით მიწაში გადახდილი თანხა მაინც აგვეღო. მერიამ არ დააკმაყოფილა ჩვენი განცხადება იმ მოტივით, რომ ამ ადგილას პროექტით გათვალისწინებული სახლი უნდა აშენებულიყო. ამის შემდეგ მივმართეთ სამართალდამცავებს, მაგრამ პოლიციამ გვიპასუხა, საფლავების პატრონების მისამართებს ვერ ვადგენთო. მოკლედ საკუთარ მიწაზე ახლა ერთი დიდი სასაფლაოა.

- საფლავებზე წარწერები თქვენ დატოვეთ?

- 34 საფლავია უკვე ჩვენს კუთვნილ მიწაზე. სახელმწიფოს დახმარების იმედი ამოგვეწურა და გადავწყვიტეთ თავად მოგვეძებნა ჭირისუფლები.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია