ქუთაისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ბალახს და ხის საამქროს ცეცხლი გაუჩნდა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟებია მობილიზებული, რომლებიც ცეცხლის ჩაქრობას ცდილობენ. ადგილობრივების თქმით, სავარაუდოდ, ცეცხლი მწვანე საფარს გაუჩნდა, შემდეგ კი ცეცხლი ხის საამქროს გადაედო.
"რამდენიმე წუთის წინ მოვედი. ვიცი, რომ ცეცხლი რამდენიმე ჰექტარზეა. ბალახი და ხის საამქრო იწვის. როგორც ადგილზე თქვეს, სახანძრო ეკიპაჟები დაგვიანებით მოვიდნენ", - განაცხადა თვითმხილველმა ზაურ მანაგაძემ.