"ხშირად არ მიწევს აქ ჩამოსვლა, ძირითადად თბილისში ვარ, ჩემი მეუღლე მოვინახულე" - როგორია სააკაშვილის საცხოვრებელი ოდესაში

"ხშირად არ მიწევს აქ ჩამოსვლა, ძირითადად თბილისში ვარ,  ჩემი მეუღლე მოვინახულე" - როგორია სააკაშვილის საცხოვრებელი ოდესაში

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკვე 100 დღეზე მეტია ოდესის ოლქის გუბერნატორია. "პოსტსკრიპტუმმა" სააკაშვილს ოდესაში ჩააკითხა და მისი ასდღიანი მმართველობის შესახებ სიუჟეტი მოამზადა. რეზიდენციაში, სადაც ოდესის გუბერნატორი ცხოვრობს, კომუნისტების დროს ოფიციალურ დელეგაციებს მასპინძლობდნენ. როგორც წესი, სააკაშვილი შინ შუა ღამისას ბრუნდება. ჟურნალისტებს ყოფილ პრეზიდენტთან ერთად მასპინძლობა ყოფილმა პირველმა ლედიმ, სანდრა რულოვსმაც გაუწია.

"ნიკუშას სკოლა კერძო სკოლაა თბილისში. სწავლას ცოტა გვიან, 28 სექტემბერს იწყებს, ამით  ვისარგებლე და ოდესაში ჩემი მეუღლე მოვინახულე. სტუმარი ჰყავდა ამერიკიდან, ხატია ბუნიათიშვილიც უკრავდა, დღეს კონცერტია ბუბა კიკაბიძის... ძალიან კარგ დროს ჩამოვედით. ხშირად არ მიწევს აქ ჩამოსვლა, ჰოლანდიაშიც დავდივარ, ძირითადად თბილისში ვარ", - აღნიშნა სანდრა რულოვსმა.

ნიკოლოზ სააკაშვილი დღეს პირველად წავიდა ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში. მანამდე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის შვილი ჰოლანდიაში სწავლობდა, თუმცა ერთ-ერთ ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ნიკოლოზს ჰოლანდიური სკოლა არ მოეწონა, რადგან ჰოლანდიელ ბავშვებთან შეგუება გაუჭირდა.

თბილისში სწავლის დაწყებამდე ნიკოლოზმა დედასთან ერთად ყვარელშიც გაატარა რამდენიმე დღე და როგორც ''ფეისბუქზე'' გავრცელებული ფოტოებიდან ჩანს, დედასთან ერთად რთველში ბევრი იმუშავა.

სკოლაში დედამ მიიყვანა. ნიკოლოზის თქმით, არდადეგები დიდხანს გაგრძელდა და უხარია, რომ ახალ სკოლაში ბევრი ახალი მეგობარი ეყოლება.

იხილეთ ფოტოგალერეა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია