აირბალონიანი ავტომობილების ტექნიკური შემოწმება სავალდებულო გახდა

აირბალონიანი ავტომობილების ტექნიკური შემოწმება სავალდებულო გახდა

საქართველოს მთავრობის N437 დადგენილებაში, რომელიც ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე  აირბალონიანი ავტომობილების ტექნიკური შემოწმება სავალდებულო გახდა  აირბალონიანი მოწყობილობის განთავსებას, ტექნიკურ მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის შეფასებას და უსაფრთხო ექსპლუატაციას ეხება, ცვლილებები შევიდა. ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტოსატრანსპორტო საშუალებებში დამონტაჟებული აირბალონების და აირბალონიანი მოწყობილობის სისტემის იდენტიფიკაცია და სავალდებულო ტექნიკური შემოწმება სავალდებულო გახდა.

აღნიშნული თემის ირგვლივ დაგროვილ შეკითხვებზე პასუხის გასაცემად ბპნ.გე "ეკო ტრანსპორტ ცენტრის" აღმასრულებელ დირექტორს, ვასო ურუშაძეს ესაუბრა. ვასო ურუშაძის ინფორმაციით, ცვლილება კონკრეტულად, მე-14 მუხლს შეეხო, რომელიც ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დამონტაჟებული აირბალონების და აირბალონიანი მოწყობილობის სისტემების იდენტიფიკაციას და შემოწმების პერიოდულობას გულისხმობს.

"ცვლილების თანახმად, აირბალონების და აირბალონიანი მოწყობილობის სისტემების ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობის სავალდებულო პერიოდული შეფასების ჩასატარებლად, ამ ტექნიკური რეგლამენტის თანახმად, ინსპექტირების ორგანოს უფლებამოსილმა პირმა უნდა შეამოწმოს წარდგენილ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დამონტაჟებული აირბალონ(ებ)ის ან/და აირბალონიანი მოწყობილობის სისტემების შემოწმების დამადასტურებელი დოკუმენტი. მისი არქონის შემთხვევაში კი ჩაატაროს აირბალონის ან/და აირბალონიანი მოწყობილობის სისტემების შემოწმება", - აღნიშნავს ვასო ურუშაძე.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია