"დიაცი ვაჟკაცივით აბიჯებს..." - როგორ ახასიათებს ვაჟა ფშაველა ქალს

"დიაცი ვაჟკაცივით აბიჯებს..." - როგორ ახასიათებს ვაჟა ფშაველა ქალს

"ყველა დროს თავისი იდეალი აქვს. კაცობრიობაც დროების მოთხოვნილების მიხედვით ცვლის ხოლმე იდეალებსო", - აი, რას ამბობდა გენიალური ვაჟა-ფშაველა, რომელსაც არც ერთი ცხოვრებისეული მოვლენა უგულისყუროდ არ დაუტოვებია და ყველაფერს ეხმიანებოდა თავისი ფასდაუდები წერილებით. ამაზე უკეთ ვერც ვიტყვით და ისღა დაგვრჩენია, ბებო-დიდედების კიდობნები და სკივრები გამოვამზეუროთ და ერთად ვნახოთ, რა შეიცვალა ქალის შინაგანი თუ გარეგნული მშვენიერების აღქმაში, სწორედ "დროების მოთხოვნილებით" და როგორები იყვნენ სხვადასხვა კუთხის ქართველი ქალები. საუბარს ფშაველი ქალებით ვიწყებთ:

ფშაველ ქალს, თავის ეთნოგრაფიულ მასალაში "ფშავლები", ვაჟა ასე ახასიათებს: "გზად მომავალი ფშავლის ქალი რო დაინახოთ, თავის დღეში ვერ იტყვით, თუ ის მართლა დედაკაცია, მინამ არ მოგიახლოვდება და იმის "ჩიქილ-ხელსახოცს" არ დაინახავ, იმის კაბას და "სარტყელ-გულისპირსა". დიაცი ვაჟკაცივით აბიჯებს: მაგრა, მკვიდრად, გაბედულად. გასათხოვარი ცოტად მორცხობს, კრძალვით იქცევა. გათხოვილი, ქმრიანი ქალი უფრო გაბედულია, თამამი, მოურიდებელი. უცხო კაცს არ უბრთხის, არ ემალება; ბაგეს ბარის დედაკაცივით ჩიქილის ტოტში არ გაიხვევს და თავჩაღუნული არ გაგცდება. ფშაველი ქალი მეტად ლამაზია, ტურფაა როგორც ია, მაგრამ როგორც თვით ია, ისე სილამაზეც მალე ჰქრება, სწრაფად იკარგება. ოცდაათი წლის ქალი უკვე ხნიერია, მოხუცებული და ყველა ეს, ჯაფის, გადამეტებული შრომის ბრალია. მამაკაცისათვის დედაკაცი სწორედ მარჯვენა ხელია და კიდევაც მეტი. ოჯახი ფშაველი დედაკაცისათვის წმინდათა-წმინდაა, კერა წმინდა ტრაპეზია, სადაც შეიწირების მსხვერპლი ცოცხალთა სადღეგრძელოდ და მკვდართა მოსახსენებლად.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია