"რეჟისორს ეუბნებოდნენ, ეს ბავშვი­ არ გაგიმართლებს, ტყუილად წვალობო" - ბიჭი "გაღმა ნაპირიდან"

"რეჟისორს ეუბნებოდნენ, ეს ბავშვი­ არ გაგიმართლებს, ტყუილად წვალობო" - ბიჭი "გაღმა ნაპირიდან"

2009 წელს გამოვიდა ფილმი "გაღმა ნაპირი". მთავარ როლს უცნობი ბიჭუნა - თედო ბექა­ური - ასრულებდა, რომელიც ამ ფილმის შემდეგ ძალიან პოპულარული გახდა, მაგრამ გავიდა წლები და იგი საზოგადოების თვალთახედვიდან ისევ გაქრა.

თედო ახლა თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ორბეთში ცხოვრობს და მისი ცხოვრება არაფრით ჰგავს "გაღმა ნაპირზე" მამის­ საძებნელად წასული ბიჭისას.

თედო ბექაური:

- მსახიობობაზე არასდროს მიოცნებია. ალბათ, ბედია, ასე რომ მოხდა. ორბეთში ვიზრდებოდი. ერთ დღეს კლინიკაში სრულიად შემთხვევით შევხვდი გიორგი ოვაშვილს და ამ შეხვედ­რამ ჩემი ცხოვრება შეცვალა. მაშინ 9 წლის ვიყავი. გიორგი თავის შვილებთან ერთად იყო. ბიჭი სულ პატარა იყო, ხელში­ სათამაშო ეჭირა. გოგომ გამოგლიჯა­ და თავში ჩაარტყა. ამაზე, ეტყობა, ისე გულიანად გამეცინა, რეჟისორის ყურადღება მივიქციე. მოვიდა, გამომელაპარაკა. მე მორიდებით ვპასუხობდი... მერე დედაჩემი ნახა. ამის შემდეგ თბილისში ჩამოვედი სინჯებზე. ბატონმა გიორგიმ მითხრა, ახლა მე მაგიდაზე დავუკრავ და შენ იცეკვეო. ჯერ მორცხვად ვიდექი, მერე კი ძალიან ენერგიულად ავცეკვდი.

გადასაღებ მოედანზე ყველაფერს დიდი ინტერესით ვადევნებდი­ თვალს. პირველი ორი თვე ძალიან გამიჭირდა. - უცხო ატმოსფერო, უცხო ხალხი... ვმორცხვობდი და ვერაფერს ვაკეთებდი. გადამღები ჯგუფი რეჟისორს ეუბნებოდა: ეს ბავშვი­ არ გაგიმართლებს, ტყუილად წვალობ და ფულსაც ტყუილად ყრიო. ეს უფრო მთრგუნავდა. მერე ბატონი გიორგი დამიჯდა, დამელაპარაკა... ამის შემდეგ ისე დავიწყე მუშაობა, ყველა გაკვირვებული მიყურებდა. შევძელი, როგორც იქნა. გადაღებები 8 თვის განმავლობაში მიმ­დინარეობდა. მაშინ პირველად ვნახე ზღვა. ყველაზე მეტად ტირილის სცენა გამიჭირდა. ვერ ვტიროდი. ბოლოს ისევ გიორგიმ "ამატირა". თანაც ისე, ჩემი გაჩერება გაუჭირდათ...

ფილმმა დიდი მოწონება დაიმსახურა - კანი, ოსკარი, ბერლინალე... უამრავი ფესტივ­ალი მოიარა და პრიზიც ბევრი მიიღო. მე გერმანიაში ვახლდი შემოქმედებით ჯგუფს. ყველაზე პატარა ვიყავი მონა­წილეთა შორის. ჟურნალისტები ამას ხმამა­ღლა აღნიშნავდნენ და დიდ ყურადღებას მაქცევდნენ. მახსოვს, სერბეთში ჩვენების ბოლოს ერთი კინომოღვაწე წამოდგა და დაიძახა, თედო აქ, ამ დარბაზში ზისო. მთელი დარბაზი შემომეხვია, ყველა დიდ სიყვარულს გამოხატავდა. გაოგნებული ვიყავი­. ერთი ჩამეხუტა და ტირილი დაიწყო, მერე ჯიბიდან ფული ამოიღო­ და მაჩუქა - ფილმმა ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა მასზე, მართლა ძალიან გაჭირვებული ვეგონე. ამ თანხით აეროპორტში ტკბილეული ვიყიდე.

- როგორც მსმენია, თვალთან დაკავშირ­ებ­ული შენი პრობლემაც ერთი მაყურებლის­ დაფინანსებით მოგვარდა.

- ოპერაცია პარიზში გამიკეთეს. თანადგომა არ მომაკლეს გიორგი ოვაშვილმა და საფრანგეთში საქართველოს ელჩმა მამუკა კუდავამ. ფრანგმა პროფესორმა ქალბატონმა გამოთქვა სურვილი - მე მინდა ამ ბავშვს დავეხმარო, თუ უნდა, საქართველოში ჩავალ და იქ გავუკეთებ ოპერაციას, მაგრამ მირჩევნია, თედო ჩამოვიდეს პარიზშიო. ამ ქალბატონმა დააფინანსა ყველაფერი. პარიზში ყოფნის პერიოდში მამუკა კუდავასთან ვცხოვრობდი.

- ახლა სად სწავლობ?

- ჩემი შეცდომა იყო, რომ მეცხრე კლასიდან გამოვედი. ჩავაბარე სერგო ზაქარიაძის სახელობის თეატრალურ კოლეჯში.­ რომ დავამთავრე, ისევ სკოლას დავუბრუნდი­ და ახლა მეთორმეტე კლასში ვარ.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია