"ნაციონალური მოძრაობის" სათავო ოფისი იყიდება

"ნაციონალური მოძრაობის" სათავო ოფისი იყიდება

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კახეთის გზატკეცილზე მდებარე სათავო ოფისი იყიდება. როგორც პარტიის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა გიორგის პატარაიამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, გადაწყვეტილება ოფისის გაყიდვასთან დაკავშირებით ახალ ოფისში გადასვლას უკავშირდება.

"ქალაქის ცენტრში ახალ ოფისში გადავდივართ, რის გამოც ამჟამინდელი ოფისის გაყიდვა გადაწყდა", - განაცხადა გიორგი პატარაიამ.

არსებული ინფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობის" ოფისი 3,5 მილიონ დოლარად იყიდება, თუმცა გიორგი პატარაია ამ ინფორმაციას არ ადასტურებს, მაგრამ არც ოფისის გასაყიდი თანხის რაოდენობას ასახელებს.

კახეთის გზატკეცილზე მდებარე ოფისში "ნაციონალური მოძრაობა" 2011 წლის დეკემბერში გადავიდა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."