"ქართველები ჭყლეტას გადავურჩით" - რას ჰყვებიან მექაში საქართველოდან ჩასული პილიგრიმები?

"ქართველები ჭყლეტას გადავურჩით" - რას ჰყვებიან მექაში საქართველოდან ჩასული პილიგრიმები?

"ეშმაკის ჩაქოლვისას" შენობის მესამე სართულიდან მომლოცველები მოულოდნელად გადმოცვივდნენ. ხალხის ერთი ნაკადი რატომღაც საპირისპირო მიმართულებით დაიძრა და მეორე ნაკადს შეეჯახა. საშინელი ჭყლეტა დაიწყო - ადამიანები გაქცევას ცდილობდნენ, მაგრამ გადაადგილებასაც კი ვერ ახერხებდნენ. ყველა ყვიროდა, ერთმანეთს ეჯახებოდნენ... ვხედავდი ადამიანები მოწყვეტით მიწაზე როგორ ეცემოდნენ, მაგრამ დახმარებასაც ვერ ვახერხებდით" [იხილეთ გალერეა]

ბოლო მონაცემებით, საუდის არაბეთში, ქალაქ მექასთან მომხდარი ჭყლეტის შედეგად 700-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა,­ 800-მდე კი მძიმედ დაშავდა. ტრაგიკული შემთხვევა ჰაჯის დროს მოხდა. "ეშმაკის ჩაქოლვის" რიტუალში 38 ქართველი პილიგრიმიც მონაწილეობდა. "კვირის პალიტრა" მექაში სწორედ ქართველი პილიგრიმების ხელმძღვანელ ბადრი შანთაძეს დაუკავშირდა, რომელიც ინციდენტის დეტალებს ექსკლუზიურად გვიყვება:

- მუსლიმთა პილიგრიმობის - ჰაჯის დროს, ათასობით მორწმუნე მინას ხეობაში ე.წ. ეშმაკის ჩაქოლვის რიტუალში მონ­აწილეობის მისაღებად ჩადის. წელს ჰაჯიში ორ მილიონამდე ადამიანი მონაწილეობდა. ისლამური ტრადიციებით, მომლოცველები მინას ხეობიდან ქააბას მიმართულებით მივემართებით, გზად კი, აუცილებლად არაფატის ველზე უნდა დავბანაკდეთ. პირველი ინციდენტი სწორედ ამ დროს მოხდა - "ეშმაკის ჩაქოლვისას" შენობის მესამე სართულიდან მომლოცველები მოულოდნელად გადმოცვივდნენ. ხალხის ერთი ნაკადი რატომღაც საპირისპირო მიმართულებით დაიძრა და მეორე ნაკადს შეეჯახა. საშინელი ჭყლეტა დაიწყო - ადამიანები გაქცევას ცდილობდნენ, მაგრამ გადაადგილებასაც კი ვერ ახერხებდნენ. ყველა ყვიროდა, ერთმანეთს ეჯახებოდნენ... ვხედავდი, ადამიანები მოწყვეტით მიწაზე როგორ ეცემოდნენ, მაგრამ დახმარებასაც ვერ ვახერხებდით.

- ჭყლეტისას ქართველი პილიგრიმებიდან არავინ დაშავებულა?

- მექაში საქართველოდან 38-კაციანი ჯგუფი გაემგზავრა. საბედნიეროდ, არც ერთი მათგანი არ დაშავებულა. დღეს დაღუპულების სულებისთვის ვლოცულობთ. ბუნებრივია, როდესაც ასი ათასი ადამიანი ერთდროულად მოძრაობს, ერთი შეცდომაც კი, შეიძლება ფატალურად დასრულდეს. არაორგანიზებულობის გამო ცოტა ხანში მეორე ინციდენტიც მოხდა, მომლოცველების ტალღა ისევ არასწორი მიმართულებით გაუშვეს.

- ვინ იყო ნაკადის დარეგულირებაზე პას­უხისმგებელი და თუ დაიწყო გამოძიება?

- როგორც გვითხრეს, მომხდარს სახელ­მწიფო უკვე იძიებს და უახლოეს მომავალში დამნაშავეებსაც გამოავლენენ. შესაძლოა უმაღლესი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს. სამწუხაროდ, მექაში ჭყლეტა ბევრად მასშტაბური იყო. მართალია, ქართველ პილიგრიმებს მოლოცვის რიტუალი უკვე დასრულებული გვქონდა, მაგრამ მაინც საშინელი სურათის მომსწრე გავხდით. შეშინებული ხალხის ყვირილის ხმა ახლაც ჩამესმის. ირგვლივ საშინელი ქაოსი იყო.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია