შეზღუდვა და ჯარიმა "გაზიანი ავტომობილებისათვის"

შეზღუდვა და ჯარიმა "გაზიანი ავტომობილებისათვის"

გაზზე მომუშავე ავტომობილების შემოწმება იწყება, რომელსაც სავარაუდოდ, სანქციები და დაჯარიმებაც მოჰყვება. როგორც გუშინ გახდა ცნობილი, "გაზიანმა ავტომობილებმა" ტექნიკური შემოწმება 2016 წლის 1-ელ აპრილამდე უნდა გაიარონ. ახალმა რეგულაციამ მძღოლებში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია.

გაზეთი "რეზონანსის" ინფორმაციით, ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რა სანქციები განისაზღვრება კანონდამრღვევებისთვის. ავტოექსპერტები ამბობენ, რომ რეგულაციები იქნება მკაცრი და ათასობით მოქალაქისთვის შეიძლება, მძიმე ტვირთადაც იქცეს. ზუსტი სტატისტიკა, აირბალონით აღჭურვილი რამდენი ავტომობილი მოძრაობს საქართველოში უცნობია. არაოფიციალური მონაცემებით, ბუნებრივ აირზე 100 000-დან 150 000-მდე მანქანაა "გადაყვანილი".

წინასწარი ინფორმაციით, ტექნიკური შემოწმება ნახშირბადიანი ფოლადისგან ან ლითონპლასტიკისგან დამზადებული აირბალონების შემთხვევაში, 3 წელიწადში ერთხელ უნდა განხორციელდეს. ლეგირებული ფოლადისგან დამზადებული აირბალონების პერიოდული შემოწმება - 5 წელწადში ერთხელ. იმ შემთხვევაში, თუ მწარმოებლის დოკუმენტაციით არ ირკვევა აირბალონის მასალის შემადგენლობა, მისი შემოწმება სავალდებულოა 3 წელიწადში ერთხელ. სიახლეა ის ფაქტიც, რომ სავალდებულო ხდება აირბალონიანი მოწყობილობის სისტემების შემოწმებაც, რაც ასევე ყოველ 3 წელიწადში ერთხელ უნდა განხორციელდეს. სატრანსპორტო სფეროს წამყვანი სპეციალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები გუშინ მთელი დღის განმავლობაში ცდილობდნენ დეტალებში გარკვევას- აირბალონიანი ავტომობილის შემოწმებით რა ვალდებულებას იღებენ მძღოლები და კანონმდებლობა რამდენად დაიცავს მათ ინტერესებს.

საქართველოს საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი შალვა ოგბაიძე აცხადებს, რომ მთავრობის დადგენილება საქართველოს ათასობით მოქალაქეს ჯარიმებით ემუქრება, თანაც ისე, რომ ხალხი საქმის კურსში არ ჩააყენეს და მოსალოდნელ რეგულაციაზე წარმოდგენაც არ აქვს. "საზოგადოებისთვის, მათ შორის, სატრანსპორტო დარგის სპეციალისტებისთვის, მოულოდნელად ახალი დოკუმენტი გაჩნდა, რომელიც მრავალმხრივ არის საეჭვო და დასაფიქრებელი. ეს არის აირბალონიანი ავტომობილების შემოწმება (და არა ტექდათვალიერება). ახალი ცვლილებით, უნდა დაიწყოს მათი დოკუმენტების შემოწმება, ვინც სატრანსპორტო საშუალებებში აირბალონი დაამონტაჟა. ეს მაშინ, როცა ჯერ მონაცემებიც არ არსებობს, თუ რამდენი მანქანაა ბუნებრივ აირზე გადაყვანილი. ხალხი საქმის კურსში არ ჩააყენეს და მოულოდნელად ახალი ჯარიმებით ემუქრებიან. ერთი შეხედვით, კეთილშობილური განზრახვა ამოძრავებთ, მაგრამ მეორე მხრივ, რაღაც გაურკვევლობაა. ცხადია, შემოწმება უნდა მოახდინოს აკრედიტაციის შესაბამისმა ორგანომ, მაგრამ კონკრეტულად ვინ, უცნობია. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ათასობით მოქალაქის საზიანოდ, ფულის კეთების საამქრო აამუშავეს", - აცხადებს ოგბაიძე.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია