რის გამო იწუნებდნენ თუშეთსა და ხევსურეთში საპატარძლოს და როგორი მოდა ჰქონდათ ქალებს

რის გამო იწუნებდნენ თუშეთსა და ხევსურეთში საპატარძლოს და როგორი მოდა ჰქონდათ ქალებს

ვაგრძელებთ საუბარს ქართველი ქალების უწინდელ იდეალებსა და ცხოვრების წესზე, მათ ჩაცმულობასა და ასევე იმაზე, თუ როგორი ქალები მოსწონდათ ადრე სხვადასხვა კუთხეში. ამჯერად თუშეთსა და ხევსურეთს გადავავლოთ თვალი:

თუშეთში თურმე "მაინცდამაინც არავინ კითხულობდა ქალის გარეგნობას, მის გარეგნულ ნაკლსა თუ ღირსებას; პირველად იმას იკითხავდნენ, "როგორი საქმის ქალიაო, როგორი ხელისა, როგორი მეოჯახე, "გულ-ენადატეული" თუა, ხათრი და რიდი თუ აქვს უფროსებისაო. არ მოსწონდათ "ხეტოლა" - უსაქმური, "შედო", "შამშალი" - ანუ სახლში უსუფთაო, უწესრიგო, ასევე მატრაკვეცა, ზედმეტად თამამი ქალები. როგორც მწერალი და ეთნოგრაფი გ. ცოცანიძე აღნიშნავს, სიკოჭლითაც კი ქალის დაწუნება ერთგვარ საძრახის ამბად ითვლებოდა თუშეთში. თუმც თავის მორთვა არც თუში ქალებისთვის იყო უცხო. თინათინ ოჩიაური წიგნში, "სტუმრად თუშეთში", ასე აღწერს მათ გარეგნობას: "აჟრიალებენ მოქარგულ და შიბებასხმულ გულისპირებს შავ მანდილებით თავდაბურული მანდილოსნებიო"... მკვლევარი იმასაც აღნიშნავს, რომ "ჩითით ნაქსოვი ფეხსაცმელი, მოწონებით სარგებლობს მთაში. ქალი თუ კაცი, დიდი და პატარა ყველა ატარებს ლამაზად ნაქსოვ მსუბუქ ჩითებს. მამაკაცისა უფრო დარბაისლურია, შავ-თეთრით ჭრელი, ქალისას კი ნაირფერებით ალამაზებენ".

ხევსურულ ტანისამოსს "ტალავარი" ეწოდება. ის შინ მოქსოვილი ტოლისაგან (შალი) იკერებოდა, რომელსაც ხევსური ქალები ამზადებდნენ.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია