მერიის თანამშრომელმა საზამთროს გამყიდველს 300 ლარი გამოსძალა - მოგვარდება თუ არა გარევაჭრობის პრობლემა

მერიის თანამშრომელმა საზამთროს გამყიდველს 300 ლარი გამოსძალა - მოგვარდება თუ არა გარევაჭრობის პრობლემა

წლებია, რაც გარევაჭრობის პრობლემა ვერც ერთმა მთავრობამ ვერ გადაჭრა. ტროტუარებსა თუ მეტროს გასასვლელებში გავლა თითქმის შეუძლებელია, აღარაფერს ვამბობ ანტისანიტარიულ პირობებში საკვები პროდუქტების რეალიზებაზე, რაც ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის. თუმცა, ნუ დაგვავიწყდება, რომ თითო გარემოვაჭრის უკან ოჯახებია, ვისთვისაც გარევაჭრობა არსებობის ერთადერთი წყაროა. ამიტომ, ქვეყანაში, რომლის ეკონომიკა ძალიან ნელი ტემპებით ვითარდება, უმუშევრობა ისევ მაღალ მაჩვენებელს ინარჩუნებს, ეროვნული ვალუტა უფასურდება, გარემოვაჭრეებისთვის საქმიანობის აკრძალვა შესაძლოა, ძალიან მტკივნეული აღმოჩნდეს.

bpn-სთვის ცნობილი გახდა, რომ დედაქალაქის მერია გარევაჭრობასთან დაკავშირებით ახალ პროექტს ამზადებს. დეტალების გასარკვევად მერიის პრესცენტრს დავუკავშირდით. როგორც ნარმანიას უწყების სპიკერმა, გვანცა პაპავაძემ განმარტა, მერიის კეთილმოწყობის სამსახური გარევაჭრობასთან კავშირში არ არის, თუმცა გარევაჭრობის საკითხზე მერია და საკრებულო ახალ რეგულაციებზე ერთად მუშაობენ, რომლის მიხედვითაც, გარევაჭრობა მოწესრიგდება, ბევრად უფრო ცივილურ ფორმას მიიღებს და ევროპული სტანდარტების შესაბამისი იქნება:

"რეგულაციები, რომელიც მოქმედებს, მოძველებულია, ამიტომ ახლა მიმდინარეობს მერიის და საკრებულოს ერთობლივი მუშაობა ახალი რეგულაციების შემუშავებაზე, რომელიც ძალიან მალე მზად იქნება. როგორც უკვე გითხარით, ევროპული სტანდარტების შესაბამისი იქნება, რათა გარევაჭრობამ ცივილური ფორმა მიიღოს. რაც შეეხება იმ ადამიანებს, ვისთვისაც გარევაჭრობა შემოსავლის ერთადერთი წყაროა, ახალი რეგულაციებით მათი უფლებები დაცული იქნება. ამ ეტაპისთვის დამატებით ინფორმაციას ვერ მოგახსენებთ. ვიდრე რეგულაციები არ ჩამოყალიბდება, ვერ გეტყვით აიკრძალება თუ არა. უბრალოდ, გარევაჭრობა მოწესრიგდება, ცივილური ფორმა ექნება. თუ რა ფორმაზეა საუბარი, ამას მას შემდეგ გავიგებთ, რაც რეგულაციები ჩამოყალიბდება და გასაჯაროვდება."

დაახლოებით ორი თვის წინ, სამართალდამცველებმა მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ახლადდანიშნული თანამშრომელი, დავით ბალიაური ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს. გამოძიების ცნობით, მან საზამთროს გამყიდველს 300 ლარი გამოსძალა, სანაცვლოდ კი, ხელშეუხებლობის გარანტია მისცა.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია