ბავშვები, რომლებიც მშობლებმა დაღუპეს - რა მოაქვს ზედმეტ ზრუნვას?

ბავშვები, რომლებიც მშობლებმა დაღუპეს - რა მოაქვს ზედმეტ ზრუნვას?

მშობელი ყოველთვის ღელავს შვილის გამო. მუდამ მისი დაცვის, გადარჩენის სურვილი აქვს, მაგრამ ზოგჯერ ყველაზე კეთილი განზარხვაც კი შეიძლება სავალალოდ დასრულდეს. ზედმეტ ზრუნვასაც ზიანი მოაქვს. ეს მაგალითები ცხდყოფენ, რომ მშობელს ბავშვის დაღუპვაც შეუძლიათ. ამ ისტორიებიდან ზოგიერთი სასტიკი და ანომალურია, მაგრამ ბევრი მათგანი მხოლოდ იმიტომ დასრულდა ცუდად, რომ მშობელს ბავშვისთვის "კარგი უნდოდა".

არასწორი კვების შიში

*საღებავი, კონსერვანტები, გენმოდიფიცირებული პროდუქტები, ზედმეტი ტკბილი - ეს არასრული ჩამონათვალია, იმ პროდუქტებისა, რასაც მშობელი ცდილობს, ბავშვს არ აჭამოს. მისთვის მთავარია, ბავშვმა ჯანსაღი საკვები მიიღოს. თუმცა"ჯანსაღი საკვები" ყველა მშობელს თავისებურად ესმის. 2015 წელს 3 შვილის მშობლები შონ და მარია ხოსანები გაასამართლეს. 2011 წელს მათი 2 წლისა და 3 თვის გოგონა ასთმისა და შიმშილობისგან გარდაიცვალა. მშობლებს გულწრფელად უყვარდათ შვილი, არასდროს უწყრებოდნენ და მხოლოდ სასარგებლო ვეგანური საკვებით კვებავდნენ. მათ არ ადარდებდათ ის ფაქტი, რომ 2 წლის ბავშვი კი არ დადიოდა, სუსტად ცოცავდა. მშობლები გაასამართლეს და ორი ბავშვიც ჩამოართვეს. ისინი მოსავლელად სხვა ოჯახებს გადასცეს.

*საშინელია 6 კვირის კრაუნ შაკურის ისტორიაც. ბავშვი შინაურულ პირობებში დღენაკლული დაიბადა, ვეგანმა მშობლებმა იგი ექიმს არ აჩვენეს. მას სოიის რძითა და ვაშლის წვენით კვებავდნენ. ჩვილი გარდაიცვალა, მშობლებს კი სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.

*ბრიტანი და სემიულ ლაბერტონებს მიაჩნდათ, რომ გოგონასთვის ყველაზე დამთრგუნველია სიმსუქნე. ამიტომ, დღენაკლულ შვილს არასაკმარისად კვებავდნენ. გამოფიტვის შედეგად ჩვილი საავადმყოფოში მოხვდა და ნორმალური კვების შედეგად წონაშიც მოიმატა. როცა გაირკვა, რომ ბავშვის ნახევრად შიმშილობა მშობლების პრინციპული პოზიცია იყო, გოგონა სხვა ოჯახს მიაშვილეს. შედეგით შეშფოთებული ლაბერტონები შვილის მონახულებას ლამობდნენ. თურმე, მათ მზაკვრული გეგმის განხორციელება სურდათ. ნახვისას ბიოლოგიური მშობლები ბავშვს ბოთლით კუჭის ამშლელ პრეპარატებს ასმევდნენ. სიტუაცია მალევე გაირკვა და მშობლებს უფროსი, საშინლად დამშეული 2 წლის ბავშვის აღზრდის უფლებაც ჩამოერთვათ. თავად 21 წლის დედა 40 კილოს იწონის და გამოფიტული ადამიანის იერი აქვს, მაგრამ მისი გამოსწორება უკვე შეუძლებელია.

*2011 წელს შვილი ჩამოართვეს კრისტოფერ და მერი შულტცებსაც; ერთწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს და ჯარიმის სახით 25 ათასი დოლარიც გადაახდევინეს. საქმე იმაშია, რომ მათი გოგონაც დღენაკლული დაიბადა. მშობლებმა ბავშვი საავადმყოფოში არ დატოვეს, რადგან ძიძებს ბავშვი არ გაესუქებინათ. ბავშვი წონაში თითქმის არ იმატებდა და არც ვითარდებოდა, 14 კვირაში მხოლოდ 6 კილო მოიმატა. მშობლები არ ითვალისწინებდნენ ექიმის რჩევას, რომელიც ურჩევდა, ბავშვი ნორმალურად გამოეკვებათ. ბიოლოგიურ მშობლებს ბავშვი ჩამოართვეს და მასთან მიკარებაც კი აუკრძალეს.

მედიცინის შიში

ზოგიერთ თანამედროვე მშობელს ცუდი ექიმი, ნემსი და წამლის უარყოფითი რეაქცია აშინებს. ამიტომ შვილი საავადმყოფოში არ მიჰყავს, რაც საუბედუროდ, სავალალო შედეგით მთავრდება.

*2013 წელს 7 წლის რაიან ლოვეტი ინფექციური დაავადებისგან გარდაიცვალა. არადა, ინფექციის აღკვეთა ანტიბიოტიკებით შეიძლებოდა. ბიჭს მზრუნველი დედა ჰყავდა, რომელიც ტრადიციულ მედიცინას არ ენდობოდა. მას ბავშვი ექიმთან გასინჯვაზეც კი არასდროს ჰყოლია მიყვანილი. როცა რაიანს სიცხემ აუწია, ახლობლების რჩევების მიუხედავად დედას პედიატრისთვის არ მიუმართავს და ბავშვს ჰომეოპათიური საშუალებებით"მკურნალობდა". დედა სერიოზულად შეშინდა, როცა ბავშვი კრუნჩხვებში ჩავარდა და იკადრა"სასწრაფოს" გამოუძახა, მაგრამ უკვე დაგვიანებული იყო.

იხილეთ გაგრძელება

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ