30 წლის წინ გარდაცვლილი ქალი ცოცხალი იპოვნეს

30 წლის წინ გარდაცვლილი ქალი ცოცხალი იპოვნეს

26 წლის პეტრა პაჟიტკა თავისი ძმის დაბადების დღეზე უნდა მისულიყო, მაგრამ არ მისულა. ბოლოს ის უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლიდან მომავალი ნახეს. რაღაც დროის შემდეგ მამაკაცმა, რომელიც ციხეში სასჯელს იხდიდა სხვა მკვლელობის გამო, განაცხადა, რომ პეტრა მოკლა, მაგრამ მოგვიანებით თავისი აღიარება გადათქვა. ხუთი წლის მანძილზე სტუდენტს უგზოუკვლოდ დაკარგულად მიიჩნევდნენ. 1989 წელს კი გარდაცვლილად აღიარეს.

55 წლის პეტრა პაჟიტკა პოლიციელებმა შემთხვევით აღმოაჩინეს, დუსელდორფის დასავლეთ ნაწილში ქურდობის საქმეზე მუშაობისას. ქალი თავიდან სამართალდამცავებს წარუდგა როგორც შნაიდერი, მაგრამ როდესაც პოლიციელებმა საბუთების წარდგნა მოსთხოვეს, ქალმა ვერ გაუძლო და ნამდვილი სახელი დაასახელა.

ფრაუ პაჟიტკა ყვება, რომ ბოლო ოცდაათი წლის მანძილზე სხვა სახელით ცხოვრობდა. მას არ ჰქონია საბანკო ანგარიშიც კი. ქალის თქმით, მან თავის გაქრობა კარგად დაგეგმა, რომ ახალი ცხოვრება დაეწყო. ამ საქციელის მოტივები ქალს არ აუხსნია.

რეწვის ოსტატების ნაკეთობების საახალწლო გამოფენა-გაყიდვა

სამი ტრადიციული და იაფად მოსამზადებელი კერძი, რომელიც თქვენს საახალწლო სუფრას დაამშვენებს

კევინ მაკალისტერის სახლის ფორმის ჯანჯაფილის ნამცხვარი - კონდიტერმა ფილმს, "მარტო სახლში" ულამაზესი ნამუშევარი მიუძღვნა (ფოტოები)