თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში, "ვისოლის" ბენზინგასამართ სადგურთან, მსუბუქ ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სახანძრო სამაშველო სამსახური. მეხანძრეები ცეცხლის ჩაქრობას ცდილობენ, პატრულის თანამშრომლებმა კი ადგილზე შეკრებილ მოსახლეობას უსაფთხოების ზომებიდან გამომდინარე, მიმდებარე ტერიტორიის დატოვება სთხოვეს, რადგან აფეთქების საშიშროება არსებობს. მანქანა ბენზისგასამართ სადგურიდან ორიოდე მეტრში დგას.