ნიკა გვარამია "რუსთავი 2"-ის დასახმარებლად მოსახლეობას მიმართავს

ნიკა გვარამია "რუსთავი 2"-ის დასახმარებლად მოსახლეობას მიმართავს

"რუსთავი2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ტელეკომპანიის დასახმარებლად მოსახლეობას მიმართავს. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ნიკა გვარამიამ განაცხადა, "რუსთავი 2" ბრძოლაში მარტო ვერ გაიმარჯვებს.

"ეს არ არის ბრძოლა "რუსთავი 2"-ის, ეს არის ბრძოლა ქვეყანაში თავისუფალი სიტყვისთვის, განსხვავებული აზრისთვის, დემოკრატიისთვის და მათ შორის ამ ხელისუფლებისთვის სახის შენარჩუნებისთვის, სანამ ჯერ კიდევ გვიანი არ არის. ჩვენ მოგმართავთ ყველა ვითარებაში, როდესც დაგიძახებთ, იდექით ჩვენ გვერდით, იარეთ ჩვენთან ერთად სასამართლო პროცესებზე, დავანახოთ ამ ხელისუფლებას, სასამართლო ხელისუფლებას ჩვენი ძალა - თავისუფალი სიტყვის და უკეთესი მომავლის რწმენა იმისა, რომ ყველაფრის ყიდვა და დაყადაღება არის შეუძლებლი. მერიდება ამას რომ ვაკეთებ, მაგრამ ყურადღება მიაქციეთ ანგარიშს, ერთი ლარიც კი იქნება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი, დაეხმარეთ "რუსთავი 2"-ს და მისი სახით თავისუფალ სიტყვას. ჩვენ პირობას გაძლევთ, რომ დავიცავთ თქვენს ინტერესებს ხელისუფლებასთან და არასდროს დაგტოვებთ მარტო პირისპირ მატყუარა ხელისუფლებასთან, რომელსაც ქართული დემოკრატიისთვის დღეს განაჩენი გამოაქვს", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

"რუსთავი2"-ის გენერალური დირექტორი მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს და პარლამენტის თავმჯდომარეს.

"მივმართავ პრეზიდენტს, პირს, რომელიც ბოლომდე იცავს ჩვენს უფლებებს და პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელიც ბოლო პერიოდში მხოლოდ იმედგაცრუების მიზეზებს გვაძლევს - სანამ ჯერ კიდევ გვიანი არ არის მოეგეთ გონს და არ თქვათ მერე რომ არ იცოდით, თქვენ დღეს ხართ იმ ადამიანების გვერდით, ვინც საქართველოში მანიაკალური ოლიგარქიული რეჟიმის დამყარებას ემსახურება, ემსახურება თქვენი შვილების მომავლის მოსპობას, ემსახურება თავისუფალი მედიის მოგუდვას. სანამ ჯერ კიდევ გვიანი არ არის, გაემიჯნეთ ამ ადამიანებს ხმამაღლა და დაგმეთ ამ ადამიანების საქციელი. მოუწოდეთ ყველას, რომ აღადგინონ სტატუსკვო და "რუსთავი 2"-ს მისცენ საშუალება, გააკეთეთ ყველაფერი, რაც თქვენს ხელთ არის იმისთვის, რომ საქართველოში დემოკრატია არ განადგურდეს და ჯერ კიდევ აზრი ჰქონდეს არჩევნების ჩატარებას. იმიტომ რომ თავისუფალი მედიაგარემოს გარეშე, არჩევნები როგორც არ უნდა ჩატარდეს, არ იქნება არჩევნები, ეს იქნება ხელისუფლების მითვისება და ამას ქართველი ხალხი არასდროს არ დაუშვებს", - განაცხადა გვარამიამ.

რედაქცია: ნახეთ "რუსთავი 2"-ს საქმის ყველა დეტალი თეგზე #კრიზისი "რუსთავი 2"-ში

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია