კრიზისი "რუსთავი 2"-ში: არხის სახეების უკიდურესად მწვავე შეფასებები და გზავნილები ხელისუფლებას

კრიზისი "რუსთავი 2"-ში: არხის სახეების უკიდურესად მწვავე შეფასებები და გზავნილები ხელისუფლებას

"რუსთავი 2"-ის 21-წლიანი მუშაობის განმავლობაში დღეს ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდია, ეს არის გამოცხადებული ომი, - ამის შესახებ "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ზაალ უდუმაშვილმა ტელეკომპანიის ეზოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, "რუსთავი 2" ბრძოლას ბოლომდე გააგრძელებს და იქნება ზუსტად ისეთივე, როგორიც 21 წლის განმავლობაში იყო.

"ეს არის გამოცხადებული ომი. ეს არის პრაქტიკულად "რუსთავის 2"-ის დახურვა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელიც ჩვენ შემთხვევით გავიგეთ, "რუსთავი 2"-ს ხურავენ. ტელეკომპანიის მფლობელებს შეუზღუდეს ინვესტიციის ჩადება, რათა გადაკეტონ ყველა საარსებო საშუალება. ეს კეთდება არჩევნების წინ, რათა გააჩუმონ "რუსთავი 2" და როგორმე შეზღუდონ თავისუფალი სიტყვა. ეს ხალხი, რომელიც აქ მუშაობს, სამსახურში მოდის ერთადერთი მიზნით, რომ საზოგადოებამ გაიგოს რეალურად რა ხდება დღეს. ეს არის მძიმე, მაგრამ ჩვენთვის ყველაზე საპატიო სამუშაო, ბოლომდე ვიბრძოლებთ, რათა დავიცვათ თავისუფალი სიტყვა და თითოეული ჩვენგანის შრომის თავისუფლება", - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, მისთვის წარმოუდგენელი იყო, რომ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს მისი ანგარიშის გამოქვეყნება და საზოგადოებისთვის ფინანსური დახმარების თხოვნა მოუწევდა.

"იძულებული ვართ, მოგმართოთ დახმარების თხოვნით. ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე და "რუსთავი 2" იქნება ზუსტად ისეთი, როგორიც იყო 21 წლის განმავლობაში", - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა ტელეკომპანიის ეზოში გამართულ ბრიფინგზე.

ასევე დაგაინტერესებთ| ვიდრე "რუსთავი 2" დაიხურება, თქვენ დაიხურებით! - გვარამიას მუქარა ხელისუფლებას

საზოგადოებას დახმარებით მიმართავს ნანუკა ჟორჟოლიანიც. ტელეწამყვანი "ფეისბუქზე" წერს, რომ ხელისუფლება ამ ბრძოლას მაყურებელთან წააგებს და არა "რუსთავი 2"-თან.

ნანუკა ჟორჟოლიანი:

- ამ პირველ ოქტომბერს წააგებთ. წააგებთ მაყურებლებთან და არა ჩვენთან. წააგებთ იმ ადამიანებთან, რომლებმაც ხმა მოგცეს, მაგრამ არა იმიტომ, რომ მათი არხი დაგეხურათ.

ასევე დაგაინტერესებთ| "ხელისუფლებამ "რუსთავი 2" დახურა" - ნიკა გვარამიას საგანგებო განცხადება

AMBEBI.GE შეფასებებისთვის არხის სხვა ჟურნალისტებსაც დაუკავშირდა.

ეკა კვესიტაძე:

- ეს მოსალოდნელი იყო. სხვათა შორის საინტერესოა ის ფაქტი, რომ რამდენიმე დღის წინ მქონდა გადაცემა ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეზე. იმ გადაცემით ძალიან კარგად ჩანდა, რა ინტერესი ჰქონდა და აქვს ბიძინა ივანიშვილს "რუსთავი 2"-ის მიმართ. მან ეს ინტერესი გაამჟღავნა ხელისუფლებაში მოსვლამდე, სადაც ნათლად იყო ნათქვამი, რომ მას კონკრეტული გეგმა და ინტერესი ჰქონდა ტელეკომპანიის მიმართ. ამ გეგმის მთავარი შემსრულებელი უნდა ყოფილიყო ქიბარ ხალვაში და ეროსი კიწმარიშვილი ამაში მთავარი ხელისშემშლელი იყო. სწორედ ეს გვაფიქრებინებს, ყველა სხვა დეტალთან და ფაქტორთან ერთად, რომ ეროსი კიწმარიშვილი მოკლულია. მოსალოდნელი იყო, რომ ხელისუფლება არ გაჩერდებოდა იმაზე, რაზეც გაჩერდა და რაც მოხდა, ეს არის ხელისუფლების მხრიდან არხის დახურვა, იმიტომ რომ ამ ეტაპზე ეს არის ფინანსების სრული შეჩერება. ხელისუფლება მიყვება იმ გეგმას, რომელიც დაგეგმილი იყო დიდი ხნის წინ და რომლის აღსრულებაც დაიწყო იმ პერიოდში, როცა სასამართლოსაც ბევრად უფრო აკრიტიკებენ და ეროსი კიწმარიშვილიც აღარ წარმოადგენს დაბრკოლებას, რადგან გარდაცვლილია.

ასევე დაგაინტერესებთ| ქიბარ ხალვაშის მოთხოვნის საფუძველზე სასამართლომ ტელეკომპანია "საქართველოს" წილები დააყადაღა - რა კავშირი აქვს საქმესთან კეზერაშვილის ოჯახს

პაატა იაკობაშვილი:

- ვეთანხმები ნიკა გვარამიას განცხადებას, მითუმეტეს იმ ნაწილში, სადაც მან თქვა, რომ ეს ხელისუფლების ზეწოლაა. დარწმუნებული ვარ, ეს არის ხელისუფლების პირდაპირი და მიზანმიმართული იერიში "რუსთავი 2"-ზე და სიტყვის თავისუფლებაზე. ამ ყველაფრის მიზანი არის 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ საინფორმაციო ველის გასუფთავება. ერთადერთი გავლენიანი მედიასაშუალება, ვინც "ქართულ ოცნებას" აკრიტიკებს, არის "რუსთავი 2". რა თქმა უნდა, ხელისუფლებას ეს არ აწყობს.

რედაქცია: ნახეთ "რუსთავი 2"-ს საქმის ყველა დეტალი თეგზე #კრიზისი "რუსთავი 2"-ში

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBIG.GE

თბილისში მშობიარობისას 41 წლის ქალი გარდაიცვალა - "9-წლიანი ლოდინის შემდეგ გახდა დედა და ეს საშინელება მოხდა"

თამარ ბაჩალიაშვილის დედა - "პატრიარქმა კურთხევა მოგვცა წესის აგებაზე და გადაუხადეს პანაშვიდი"

კაცი, რომელიც მოგებას ყიდის