კახა კოჟორიძე - "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია სწავლობს

კახა კოჟორიძე - "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია სწავლობს

"რუსთავი 2"-თან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია სწავლობს, - ამის შესახებ პრეზიდენტის მრჩეველმა კახა კოჟორიძემ დღეს საღამოს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, დამოუკიდებელი მედია არის დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. "საქართველოს პრეზიდენტისთვის ეს თემა არის უაღრესად მნიშვნელოვანი. როგორც ეს ინფორმაცია გავრცელდა, მქონდა პრეზიდენტთან კომუნიკაცია, რომელმაც დამავალა, რომ ეს თემა შემესწავლა და მისთვის მიმეწოდებინა დეტალური ინფორმაცია და ჩვენი შემდგომი მოქმედებები მხოლოდ ამის შემდეგ გახდება ცნობილი. ამ კონკრეტულ ეტაპზე ჯერჯერობით თავს შევიკავებ სხვა განცხადებისგან", - აღნიშნა კახა კოჟორიძემ.

მისივე განცხადებით, იგი პრეზიდენტის დავალებით სწავლობს "რუსთავი 2"-თან დაკავშირებულ საკითხს. "პრეზიდენტის დავალებით დეტალურად ვსწავლობთ განვითარებულ პროცესებს და მხოლოდ შესწავლის შემდეგ გახდება ჩვენი პოზიცია ცნობილი", - განაცხადა კახა კოჟორიძემ.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია