"სტუდენტის სტატუსის გაუქმების შემდეგ, უფასოდ ჩართული სმს მომსახურება და ინტერნეტ ბანკი ფასიანი ხდება - გადასახადი თვეში 2 ლარს შეადგენს"
მარი ხიზანეიშვილმა უნივერსიტეტი ორი წლის წინ დაამთვრა. უნივერსიტეტში სწავლის განმავლობაში "საქართველოს ბანკის" მიერ დაწესებული საშეღავათო სამგზავრო ბარათით სარგებლობდა. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ სამგზავრო ბარათი ავტომატურად გაუუქმდა. თუმცა, საქართველოს ბანკში მისულმა შემთხვევით აღმოაჩინა, რომ მის ანგარიშზე 50 ლარის ოდენობის დავალიანება ირიცხებოდა. როგორც ბანკში აუხსნეს, ჩართული ჰქონდა სმს მომსახურება და ინტერნეტ ბანკი, რომელიც უფასო აქციით სტუდენტური ბარათის აღებისთანავე ავტომატურად ირთვებოდა.
"საქართველოს ბანკში" ანაბარი უნდა გამეხსნა, ბარათის დამზადებისას ჩემს მონაცემებში აღმოჩნდა, რომ ჩართული მქონდა სმს და ინტერნეტ ბანკი ისე, რომ ამის შესახებ არაფერი ვიცოდი. რა თქმა უნდა, ჩემს ანგარიშზე არსებული დავალიანება გავაპროტესტე, მაგრამ ბანკში მშვიდი სახით ამიხსნეს, რომ ეს იყო უფასო აქცია და ყველა სტუდენტს სამგზავრო ბარათის აღებისთნავე სმს მომსახურება და ინტერნეტ ბანკი ავტომატურად ერთვება. მაგრამ ჩემთვის არავის უკითხავს, მინდოდა თუ არა ამ მომსახურების ჩართვა. სტუდენტის სტატუსის გაუქმების შემდეგ კი უფასოდ ჩართული იხილეთ გაგრძელება