ყოფილი პატრული ხელმძღვანელს ცემაში ადანაშაულებს

ყოფილი პატრული ხელმძღვანელს ცემაში ადანაშაულებს

საპატრულო პოლიციის ყოფილი თანამშრომელი ვაჟა წიკლაური მის უშუალო ხელმძღვანელს და სხვა პატრულ-ინსპექტორებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებს და მომხდარზე რეაგირებას ითხოვს. წიკლაური სამსახურიდან მის უკანონო გათავისუფლებაზეც საუბრობს. საქმე მიმდინარე წლის აპრილში მომხარ ფაქტს ეხება.

"16 აპრილს, როცა სამსახურებრივ მოვალეობას ვასრულებდი, ჩემმა უშუალო ხელმძღვანელმა – ოცმეთაურმა ლაშა ბრეგვაძემ, ათმეთაურმა ხუზა ჭანტურიამ და ლაშა ბრეგვაძის მეწყვილემ მიხეილ მჭედლიძემ სიტყვიერი და შემდგომ ფიზიკური შეურაცხყოფა მომაყანეს, ეს პირადი ანტიპატიის გამო მოხდა. ოცმეთაურმა საქმის ქუჩური გარჩევა დამიწყო, რასაც ათმეთაური და მისი მეწყვილე აყვა. მე მათ მოვუწოდებდი, რომ ეს ყველაფერი შეეწყვიტათ, ჩამჯდარიყვნენ კანონის ფარგლებში, რასაც ჩემს მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფა მოჰყვა", - იხსენებს წიკლაური, რომლის ინფორმაციით, ეს ყველაფერი ვიდეო-ფირზეა ასახული. მისივე თქმით, მან მეორე დღესვე შსს-ს გენერალურ ინსპექციას მიმართა, მაგრამ მოკლვევა გააყალბეს და ყალბი დასკვნის საფუძველზე სამსახურიდან გაათავისუფლეს.

"გამოიცა დასკვნა, თითქოს ვარ პოლიციისთვის შეუფერებელი პიროვნება", - ამბობს წიკლაური.

პოლიციის ყოფილი თანამშრომლის ცნობით, სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ მან პროკურატურას, იუსტიციის სამინისტროს და სახალხო დამცველს მიმართა, მაგრამ რეაგირება არ მომხდარა. როგორც ვაჟა წიკლაური აცხადებს, კანონით დასაშვებ ფარგლებში მან პროტესტი სამინისტროს წინაც გამოხატა, მაგრამ დააკავეს, გადაიყვანეს სასამართლოში, თუმცა მოსამართლემ დარღვევის არარსებობის გამო, გაათავისუფლა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია