რამ გააერთიანა მომღერლები, მსახიობები და სამეფო სახლის წარმომადგენელი - ინტერნეტში ახალი კამპანია ძლიერდება

რამ გააერთიანა მომღერლები, მსახიობები და სამეფო სახლის წარმომადგენელი - ინტერნეტში ახალი კამპანია ძლიერდება

მედიაჰოლდინგ "პალიტრას" სოციალურ კამპანიას, "იყიდე ქართული" [ჰეშთეგი #იყიდექართული] უკვე ასობით მოქალაქე შეუერთდა სოციალურ ქსელში. ამ ეტაპზე კამპანიისთვის ლოგოს შერჩევა მიმდინარეობს, რომელშიც მოქალაქეები თავად არიან ჩართულები [იხილეთ ლოგოები].

არჩევანი 1

არჩევანი 2

კამპანიას საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანებიც უცხადებენ მხარდაჭერას, რასაც კამპანიის ოფიციალური ჰეშთეგის თანხლებით გადაღებული "სელფებით" გამოხატავენ. მათ შორის შოუბიზნესის წარმომადგენლები ჭარბობენ, თუმცა არა მხოლოდ...

კამპანიის ფარგლებში ქართული ჩაის პროპაგანდას აკეთებს ლალი მოროშკინა.

კამპანიის მხარდაჭერის სურვილი გამოთქვა ბაგრატიონების სამეფო ოჯახის წარმომადგენელმა დავით ბატონიშვილმაც.

ერთ-ერთი პირველები, რომლებმაც კამპანიას მხარდაჭერა გამოუცხადეს, "იმედის" დილის გადაცემის წამყვანები, მირიან ჯეჯელავა და მანიკა ასათიანი იყვნენ.

ქართული პროდუქტის მხარდასაჭერად ჰეშთეგს #იყიდექართული პოპულარიზაციას უწევს ცნობილი პიანისტი თათია შარანგია. მან ფოტო მეუღლესთან ერთად გადაიღო.

ცნობილ ადამიანებს შორის, ვინც მედიაჰოლდინგ "პალიტრას" სოციალურ კამპანიას დაუჭირა მხარი, პოპულარული სატელევიზიო შოუ "ჩემი ცოლის დაქალების" ვარსკვლავები, ნინო გაჩეჩილაძე და სალომე შარვაძეც არიან.

რაც შეეხება მომღერლებს, ამ ეტაპზე ჰეშთეგით #იყიდექართული "ფეისბუქზე" სალომე ბაკურაძის "სელფი" გამოჩნდა.

თქვენც გადაიღეთ ფოტოები და შეუერთდით კამპანიას სოციალურ ქსელში. გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნეთ ჰეშთეგით #იყიდექართული.

შეგახსენებთ, რომ მედია ჰოლდინგი "პალიტრა" უკვე აქტიურად ჩაერთო სოციალურ კამპანიაში, რომელიც ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. ჩვენ გვჯერა, რომ თითოეულ ჩვენგანს შეუძლია ქვეყნის გაძლიერებაში ჩვენი წვლილის შეტანა და ვფიქრობთ, რომ ქვეყნის გაძლიერების ერთ-ერთი "ფრონტის ხაზი" ქართულ ნაწარმზე გადის, ვინაიდან ქართული პროდუქციის ყიდვისას ფული საქართველოს ეკონომიკაში ჩაბრუნდება. ამით, პირველ რიგში, ლარზე ზეწოლა შემცირდება. თუმცა მთავარი კი ის არის, რომ ქართველ მეწარმეს მიეცემა ბიზნესის გაფართოების, ანუ ახალი სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობა, სადაც შესაძლოა, დასაქმდეთ თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრი. ნებისმიერი ქართული საწარმოს გაფართოება ნიშნავს მეტ შემოსავალს ქვეყნის ბიუჯეტში. გარდა ამისა, გაიზრდება კონკურენცია თავად ქართულ საწარმოებს შორის, რაც ხარისხსა და ფასზე დადებითად აისახება.

დაუჭირე მხარი კამპანიას Facebook-ზე| მოიწონეთ გვერდი "იყიდე ქართული, გააძლიერე ქვეყანა"

გამოიყენეთ ჰეშთეგი #იყიდექართული

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია