საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა გაითვალისწინა უეფას ორივე რეკომენდაცია, რაც გულისხმობს იმას, რომ რაჭისა და გურიის დელეგატები ჩანაცვლდნენ ამავე ფეხბურთის ფედერაციების პრეზიდენტებით, შესაბამისად, რაჭაც და გურიაც ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებში წარმოადგენს გიორგი შარაშიძეს და კახა ებრალიძეს.
რაც შეეხება უეფას მეორე რეკომენდაციას, საფეხბურთო სკოლების ასოციაციის თავმჯდომარის, აჩი არველაძის ნაცვლად ხმის უფლებით ისარგებლებს ვეტერანი ფეხბურთელი ნუკრი კაკილაშვილი. აღნიშნული გადაწყვეტილება აღმასკომის სხდომაზე მიიღეს. აღმასკომის სხდომას ესწრებოდა თავად უეფას წარმომადგენელი.
აღმასკომის აღნიშნული გადაწყვეტილებით ხვალ ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებში 35 დელეგატი მიიღებს მონაწილეობას.