როდემდე გაგრძელდება წვიმიანი ამინდი? - კვირის გრძელვადიანი პროგნოზი

როდემდე გაგრძელდება წვიმიანი ამინდი? - კვირის გრძელვადიანი პროგნოზი

9 ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე წვიმიანი და ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოლოგიური სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, დღეს ქვეყნის უმეტეს რაიონებში გამოიდარა, თუმცა ღამით ძლიერი წვიმა იყო კახეთში, კერძოდ, ლაგოდეხსა და ყვარელში.

დღეს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე წვიმა შენარჩუნდება და ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს, ხვალ კი, ქვეყნის უმეტეს რაიონებში გამოიდარებს. 7-9 ოქტომბერს კი მთელს საქართველოში კვლავ იწვიმებს და არამდგრადი ამინდი იქნება. დასავლეთ საქართველოში ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი. დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში ქარი გაძლიერდება, რომლის სიჩქარე წამში 10-15, ხოლო ზოგან 17-22 მეტრი იქნება.

ხვალ დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 28-30 გრადუსია მოსალოდნელი. 7-8 ოქტომბერს კი 22 გრადუსამდე დაეცემა, 9 ოქტომბერს - 18-23 გრადუსია მოსალოდნელი. ხვალ, აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურა მოიმატებს და 24 გრადუსი იქნება. 7-8 ოქტომბერს კი 23 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო 9 ოქტომბერს ტემპერატურა 14-18 გრადუსის ფარგლებში იქნება.

სინოპტიკოსები, 10-11 ოქტომბერს, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, გამოდარებას პროგნოზირებენ.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია