"გვარამიას ეშინია, კონტროლი არ დაკარგოს და არ გაუგონ, რამდენი მიითვისა" - რას გეგმავს "რუსთავი 2"- ს ხელმძღვანელობა

"გვარამიას ეშინია, კონტროლი არ დაკარგოს და არ გაუგონ, რამდენი მიითვისა" - რას გეგმავს "რუსთავი 2"- ს ხელმძღვანელობა

"ხელისუფლებამ თავისი გად­აწ­ყვეტილებით "რუსთავი 2" დახ­ურა", - ეს განცხადება ტელე­კ­ომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ საგანგებო­ პრესკონფერენციაზე მას შემდეგ­ გააკეთა, რაც ცნობილი გახდა,­ რომ ქიბარ ხალვაშის მოთხოვ­ნ­ის საფუძველზე "რუსთავი 2"-ის 51%-იანი წილის მფლობე­ლი შპს "ტელეკომპანია საქა­რთველოც" დაყ­ადაღდა. გვარამიას განმარტები­თვე, საჯარო რეესტრმა ორი დღის განმავლობაში­ არ დაარეგის­ტრირა ფინანსური­ ტრანზაქცია, რომლითაც "რუსთ­ავი 2"-მა 6 მილიონი დოლარის­ ინვესტიცია მოიზიდა. მას არც ის დაუმალავს, რომ ტელეკომპანიაში 6-მილიონიანი ინვესტიციის ჩადებას თავდაცვის ყოფილი მინისტ­რის, დავით კეზერაშვილის ცოლისძმა, დიმიტრი ჩიქოვანი გეგმავდა.

ქიბარ ხალვაშის ადვოკატების­ განცხადებით, სასამართლოში მი­მარ­თვის საფუძველი ტელეკომ­პანია "საქართველოს" წილის გასხვისება გახდა, რაც "რუ­ს­თავი 2"-ში 51%-იანი წილის მფლობელის ცვლილებას იწვევდა. შეგახსენებთ, ტელეკომპანია "საქართველოს" მფლობელები ძმები ლევან და გია ყარამანაშვილები არიან.

ნიკა გვარამია, "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი: - ივანიშვილმა ეს პროცესი დიდი ხნით ადრე დაგეგმა და დააანონსა­ კიდეც. ამისთვის ჩასვეს თავის დროზე საარჩევნო სიაში ქიბარ ხალ­ვაშის და ფატი ხალვაშიც, რომელსაც, ალბათ, საკუთარი მეზ­ობლების გარდა, ქვეყანაში არავინ იცნობდა. თუმცა, მერწმუნეთ, თითოეული მათგანი ყველა კანონდარღვევაზე პასუხს აგებს. ქიბარ ხალვაში დღეს განს­აკუთრებული უპირატესობებით სარგებლობს. მას "ქართუ ბანკიდან" კრედიტები აქვს გამოტანილი, თბილისის აეროპორტშიც სამთავრობო კარი­დან აცილებენ და სახელმწიფო­ მანქანით ემსახურებიან. რაც შეეხება "რუსთავი 2"-ს, ნებისმიერი მიხვდება, რომ ეს მხოლოდ თითიდან გამოწოვილი მოთხოვნაა, თუმცა ისიც ვიცი, რომ მოსამართლე ურთმელიძე ხალვაშის მოთხოვნას დააკმაყოფილებს.

- საქალაქო სასამართლომ მსგავს შეფასებებზე საგანგებო განცხ­ადებით გიპასუხათ, რომ ამ გზით სასამართლოზე ზეწოლას ცდილობთ. პარალელურად, მასშტაბურ აქციებს აანონსებთ.

- მოსამართლე ურთმელიძე­ ჩვეულებრივი ჯიბის აგენტია და მას დიდი ფული აქვს აღებული. მისი მეუღლის "ფეისბუკზე" რომ შეხვიდეთ, მხოლოდ "რუსთავი 2"-ის წყევლა-კრულვის პოსტებს წაიკითხავთ. საბედნიეროდ, ამ ქვეყანაში სხვა ინსტანციებიც არსებო­ბს. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ "რუსთავი 2" ხალხის სამსახურში იყოს! აქციებს დავიწყებთ და ვიცი, რომ გვერდით ასიათასობით ადამიანი­ დაგვიდგება. პარლამენტის წინ ჩატარებული აქცია ტელეკომპანიის მხარდამ­ჭერებმა თვითნებურად დაგეგმეს და მადლობა მათ, თუმცა ჩვენ გაცილებით მასშტაბურ აქციებს ჩავატარებთ.

- სოციალურ ქსელში აქტიურად­ ტრიალებს ვიდეორგოლი, სადაც "იმედის" დარბევის გამართლებას ცდილ­ობთ, დღეს კი მედიის თავისუფლების დამცველად გვევლინებით.

- როდესაც "იმედთან" დაკავშირებული განცხადება გავაკეთე, მაშინ სახელმწიფო მოხელე გახლდით და ამის საფუძველიც მქონდა­. უკანონო განცხადება რომ გამეკე­თებინა, დღეს ამ ხელისუფლების წყალობით ციხეში აუცილებლად აღმოვჩნდებოდი. თუმცა, ვფიქრობ, მაშინ ეს პროცესი თავიდან უნდა აგვეცილებინა. ეს მიზანშეწონილი­ ნაბიჯი არ გახლდათ­. დიახ, ეს იყო შეცდომა, მაგრამ "ქართული­ ოცნება" პასუხისმგებლობას ძველ შეცდომებზე აპელირებით ვერ მოიხსნის.

შოთა მინდელი, დავით კეზერაშვილის ცოლისძმის, დიმიტრი ჩიქოვანის ადვოკატი: "დიმიტრი ჩიქოვანთან დადებული კონტრაქტით იგეგმებოდა "რუსთ­ავი 2"-ის გაძლიერება. ეს იყო წმინდა ინვესტიცია, რომელიც ტელევიზიას ფუნქციონირებისთვის სჭირდებოდა. საჯარო რეესტრი, სასამართლო და ქიბარ ხილვაშის ადვოკატები ორკესტრირებულად მოქმედებდნენ. რეესტრში 29 სექტემბერს ჩაბარებული ხელშეკრულება აბსურდული მიზეზებით გამოაცხადეს ხარვეზიანად, მეორე დღეს კი, ე.წ. ხარვე­ზების აღმოფხვრის შემ­დეგ, პასუხი არ გაგვცეს... ეს იყო ხელოვნურად მოგონილი პროცედურა, რათა ჩიქოვანისთვის ინვესტიციის შესაძლებლობა არ მიეცათ".

პაატა სალია, ქიბარ ხალვაშის ადვოკატი: "ჩვენ მხოლოდ იმ ქონების გასხვისების აკრძალვა­ მოვითხოვეთ, რომლის არარსებ­ული ვალდებულე­ბებით დატვი­რთვა უკანონო გზებით ხდებოდა. დღეს "რუსთავი­ 2"-ის მენეჯმენტი აჟი­ოტაჟს ქმნის, რომ სასამართლო გადაწყვეტილებაზე გავლენა­ მოახდინოს. არადა, სიცრუეა, თითქ­ოს­ ქონების დაყადაღებით ტელეკომპანიის ფინანსური წყაროები ჩაიკეტა.

დაყადაღებამდე ტელეკო­მპანიას საბანკო ვალდებულებები ჰქონდა, ამიტომ კრედიტის გაზ­რდის მიზნობრიობის დასაბუთ­ება ბანკთან მოუწევდა. ჩვენც სწო­რედ ამ რეჟიმში გვინდოდა მათთან ურთ­­იერთობა. მართალია,­ ვედა­ვებით,­ მაგრამ თუ დაგვისაბუთებდნენ, რომ მაუწყებლობას ყადაღის გამო ხელი ეშლ­ებოდა, შეზღუდვებს შევამცირებდით.

დღეს ტელეკომპანია შეუფერხებლად მაუწყებ­ლობს. ზღა­პა­რია, თით­ქოს ფუ­ლი არა აქვთ და ფინანსების მიღებას სამი თვის შემდეგ შეძლებენ. ტელეკომპანია­ "საქართველოს" დაყადაღებით "რუს­თ­ავი 2"-ის დამატებითი ვალდებ­ულებებით დატვირთვის სქემა ჩავშალეთ.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია