მამუკა ჩარკვიანი მერვე ოპერაციის შემდეგ თბილისში დაბრუნდა - დის კომენტარი

მამუკა ჩარკვიანი მერვე ოპერაციის შემდეგ თბილისში დაბრუნდა - დის კომენტარი

როგორც უკვე იცით, მომღერალი მამუკა ჩარკვიანი ვენის კლინიკაში გადაიყვანეს. მომღერალს ვენაში ამ დრომდე ოთხი ოპერაცია ჩაუტარდა ფეხზე. მთლიანობაში - რვა. მამუკა უკვე ორი კვირაა თბილისშია. გაზეთი "პრაიმ ტაიმი" მომღერლისა და კომპოზიტორის დას, თაკო ჩარკვიანს დაუკავშირდა და მამუკას ჯანმრთელობის მდგომარეობა გამოკითხა.

თაკო ჩარკვიანი:

- ცოტა უკეთ არის. 10 ოქტომბრამდე ფეხის დადგმა არ შეიძლება. მერე ალბათ ჩამოვადგმევინებთ ფეხს. ახლა რეაბილიტაციის პერიოდი აქვს. 10 ოქტომბერს კიდევ ნახავენ ექიმები და გადაწყვეტენ, რა ოპერაცია გაკეთდება.

- მამის იუბილეს დაესწრო?

- ვერა, ფეხმა არ გამოუშვა.

- თავად როგორ არის, რას ამბობს, როგორი განწყობა აქვს?

- იგრძნობა, რომ ძალიან დაიღალა ამ ყველაფრისგან. ყელში აქვს ამოსული. აღარ შემიძლიაო ამბობს. მაგრამ ვამშვიდებთ. ვეუბნებით, რომ ბევრი არ დარჩა, რომ სინათლე გამოჩნდა.

- სინათლე 10 ოქტომბერს იქნება?

- ჰო, მგონია, რომ გადავრჩებით. მადლობა, რომ მეხმარებით და ამით სტიმულს აძლევთ მამუკას.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია