თბილისის მერიაში უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ დედაქალაქის მერი დავით ნარმანია და ვიცე მერი ლაშა აბაშიძე კანცელარიაში არიან დაბარებულები.
როგორც "ინტერპრესნიუსს" დედაქალაქის მერიაში განუცხადეს, ეს აბსოლუტურად მცდარი ინფორმაციაა და დღეს მერის და ვიცე მერის მისვლა კანცელარიაში არ იგეგმება. მერიაში აცხადებენ, რომ დავით ნარმანია მერიაში იმყოფება და განაგრძობს მუშაობას. აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფენ მთავრობის ადმინისტრაციაშიც.
ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ დავით ნარმანია და ლაშა აბაშიძე მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრმა დაიბარა და მათ ამ წუთებში ელოდებიან.