სოციალური ქსელის მომხმარებლები აქტიურად წერენ იმ მსგავსების შესახებ, რომელიც ძნელია არ შეამჩნიო რუსეთის პატრიარქ კირილსა და გარდაცვლილ რუს "კანონიერ ქურდ" ვიაჩესლავ ივანკოვს, ზედმეტსახელად ”იაპონჩიკს” შორის.
სოციალური ქსელის მომხმარებლების დიდი ჯგუფი ”იაპონჩიკის” გარდაცვალების ფაქტს ეჭვქვეშ აყენებს. იქიდან გამომდინარე, რომ გარდაცვლილი კანონიერი ქურდის გვამი არავის უნახავს და არც ვიდეო და ფოტომასალა არსებობს ამ ფაქტის დასტურად, ეჭვი კიდევ უფრო მყარდება. პატრიარქი კირილიც სახალხოდ მხოლოდ ”იაპონჩიკის” გარდაცვალების შემდეგ გამოჩნდა.