ძალა ნამიბიას და მსაჯს ხნავსო - HELLO JAPAN!

ძალა ნამიბიას და მსაჯს ხნავსო - HELLO JAPAN!

მოვიგეთ. ვიომეთ და მოვიგეთ. იყო ბევრი შეცდომა, წუნი, მაგრამ ძლიერმა გაიმარჯვა. დღეს გამარჯვებულებს არ ასამართლებენ, თუმცა რაგბი იმითაა მაგარი რომ შეცდომაზე თვალს არავინ ხუჭავს, ხვალ შეცდომებსაც განიხილავენ და გამოასწორებენ.

მიუხედავად მოლოდონისა, ნამიბიასთან მძიმე თამაში გამოგვივიდა, რაშიც დიდი როლი მსაჯის ქმედებებამაც ითამაშა, რომელმაც ძალიან ბევრი გაუგებარი გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა დღეს ძალამ ნამიბია და მსაჯი ერთად მოხნა

ჩვენთვის მსოფლიო თასი დასრულდა, თუმცა ახალი ერა დაიწყო, რადგან ჩვენ ისტორიაში პირველად მოვახერხეთ მსოფლიო თასზე ორი თამაშის მოგება, რითაც 2019 წლის მსოფლიოს საგზური ავტომატურად მოვიპოვეთ. დასრულდა ჩემპიონატი, მაგრამ საქართველოს ხმაური გრძელდება. უკვე ბევრი ალაპარაკდა დახურულ სივრცედ ქცეულ "ექვის ერის" მოდერნიზებასა და მისი შვიდი ერის გადაქცევაზე, ეს უკვე გამარჯვებაა. ისიც გამარჯვებაა როდესაც ჩვენ შერკინებას ახალი ზელანდიის ნაკრები შეაქებს, ისიც გამარჯვებაა თან დიდი, როცა რაგბის სამშობლოს პრინცი შენ თამაშზე დასწრებას ისურვებს.

დღეს კიდევ ერთხელ ვნახეთ როგორ უნდა იმღეროს სპორტმენმა ჰიმნი, როგორი შემართებით უნდა გამოვიდეს გუნდი მოედანზე. ბორჯღალოსნებს ეს უკვე სისხლში აქვთ და იმიტომაც დებენ ყოველ თამაშზე იმ შედეგს რითაც ყველას გვახარებენ. ჩვენში ბორჯღალოსანი გამარჯვებასთან და ღირსებასთან ასოცირდება. წაუგიათ კიდეც, ალბათ მომვალაშიც წააგებენ, მაგრამ შერცხვენით არასოდეს შეირცხვენენ თავს, რადგან მათ ის კვართი აცვიათ რომელზეც ბორჯღალია.

ბიჭებო, მე თქვენი ერთი რიგით გულშემატკივარი ვარ. მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმ სიხარულისათვის რაც ამ თამაშებზე მომანიჭეთ. გპირდებით რომ ჩვენ არ დავივიწყებთ ამ ემოციებს, დარწმუნებული ვარ თქვენს პირველ საშინაო თამაშზე, რომელიც თებერვალში გერამნიასთან იქნება, სტადიონს გავავსებთ. ნელ-ნელა იმასაც მივეჩვევით რომ მხოლოდ რუსეთთან თამაშის დროს არ გაგიხსენოთ, თქვენ ამას არ იმსახურებთ. თქვენ სავსე სტადიონზე თამაშს და ისეთ გულშემატკივრობას იმსახურებთ როგორც თამაშობთ. თქვენ მაგარი ბიჭები ხართ, გულში ბოღმის ჩადება არ გჩვევიათ, მახსოვს შარშან, მიხეილ მესხის სტადიონზე, როცა ტონგასთან ვმარცხდებოდით მაყურებელი ადგა და წავიდა, იმ მაყურებელს თავის შეცდომაზე მსოფლიო თასზე ტონგასთან გამარჯვებით მიუთითითეთ, სწორედ ამიტომ ხართ მაგრები, ყოველგვარი ზედმეტი ხმაურის გარეშე აკეთებთ საქმეს თან ძალიან დიდ საქმეს.

მოკლედ, მსოფლიოს თასი შედგა. დიდი ხნის მანძილზე გაგრძელდება სჯა-ბაასი თუ სად ვინ და როგორი ბოჭვა გააკეთა, ვის გარღვევა იყო უკეთესი და უამრავი სხვა ნიუანსის განხილვა მოხდება. ამ მსოფლიომ ძალიან ბერვი ემოცია დაგვიტოვა, რაგბს უამრავი გულშემატკივარი შემატა და რაც მთავარია, საქართველოს სახელი კიდევ უფრო ბევრმა გაიგო.

როგორც უკვე დავწერე მომდევნო მსოფლიო თასი იაპონიაში 2019 წელს ჩატარდება ასე რომ - HELLO JAPAN, GEORGIANS ARE COMING!!!

ასევე იხილეთ: კომენტატორი, რომელმაც "ბორჯღალოსნებისა" და ნამიბიის ეროვნულ გუნდის მატჩის დაძაბულობა გადაფარა

იხილეთ ყველაზე შთამბეჭდავი მომენტები დაძაბული მატჩიდან

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია