ქობულეთში გადაუღებლად წვიმს: ადიდებულმა მდინარემ ქუჩები დატბორა, არსებობს მეწყერის საშიშროება

ქობულეთში გადაუღებლად წვიმს: ადიდებულმა მდინარემ ქუჩები დატბორა, არსებობს მეწყერის საშიშროება

ძლიერმა წვიმამ ქობულეთში პრობლემები შექმნა. დატბორილია ქობულეთის ნაწილი, სოფლებში კი მეწყრული პროცესები ვითარდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" ქობულეთის გამგებელმა, სულხან ევგენიძემ განუცხადა, წვიმის შედეგად ადიდებული მდინარე აჭყვა კალაპოტიდან გადმოვიდა და ქობულეთის უბნები დატბორა.

"სოფლებში ამ დრომდე ძლიერი მწვიმაა, გვაქვს მეწყრული პროცესები. მდინარე აჭყვის ადიდების შედეგად კი, ქობულეთში ავტოსადგურის ტერიტორია და კიდევ რამდენიმე უბანი დატბორა. ზღვაზე ტალღები არ არის და სანაპირო ზოლზე პრობლემები არ გვაქვს", - აღნიშნა სულხან ევგენიძემ.

ამასთან, როგორც სამაშველო სამსახურში აცხადებენ, მაშველები ქობულეთში დატბორილ ქუჩებში ჩარჩენილი მანქანების გამოყვანას ცდილობენ. სამაშველო სამსახურში განმარტავენ, რომ წვიმის გადაღებისთანავე შესაბამისი სამსახურები ამოტუმბვით სამუშაოებს დაიწყებენ.

სტიქიის ადგილზე მაშველები გურიიდან, იმერეთიდან და სამეგრელოდან ჩავიდნენ. ადგილზე მუშაობენ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველები. ასევე ჩართულები არიან დამხმარე ძალა, გურიის, იმერეთის და სამეგრელოს განყოფილების მეხანძრე-მაშველები.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია